პოგბა და კიდევ 4 ფეხბურთელი, რომლებშიც ძალიან დიდ თანხას ითხოვენ
Fanebi.com იმ ფეხბურთელების შესახებ მოგითხრობთ, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მათ რეალურ ფასს აღემატება.
პოლ პოგბა, “იუვენტუსი”
ნათელია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლის სახით შესანიშნავი მოთამაშე გაუშვა ხელიდან. თუმცა, “იუვენტუსში” პოგბა ნამდვილად მონსტრად და მსოფლიო დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
პოგბა თანამედროვა საყრდენის იდეალს წარმოადგენს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე შეტევაშიც. ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, რომ მისი გადაბირება ფაქტობრივად ყველა ტოპ კლუბს სურს. მაგრამ, პოგბას სანაცვლოდ მოთხოვილი თანხა ყოველგვარ საზღვრებს სცდილდება.
მისი აგენტი, მინო რაიოლა სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ პოლის სატრანსფერო ფასი 200 მილიონია. “იუვენტუსი” კი არ მალავს, რომ პოგბას სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურს. ამ მომენტისთვის “ბარსელონა” 75 მილიონს იხდის. “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსის”, “რეალის”, პსჟ-ს და “ბაიერნის” ინტერესზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.
პაულო დიბალა, “პალერმო”
“პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი სატრანსფერო მაქინაციებში საკმაოდ გამოცდილი კაცია. მაგალითად, პსჟ-ში ხავიერ პასტორეს 42 მილიონად გაყიდვა სწორედ მისი ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია იყო.
ახლა კი ისტორია კვლავ მეორდება. “პალერმოს” მორიგი გამორჩეული არგენტინელი, ფორვარდი პაულო დიბალაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. მის სანაცვლოდ ძამპარინი 50 მილიონს ითხოვს.
მისი არგუმენტი საკმაოდ მარტივი და ცოტა უცნაურიცაა: “დიბალა – ახალი მესია. ეს უნიკალური ფეხბურთელია, რომლის მსგავსი მსოფლიოში უბრალოდ არ არის. მას ყველაფერი შეუძლია. დიბალას სანაცვლოდ 40 მილიონის მიღება მურს, მაგრამ პსჟ-ს პრეზიდენტს 50 ვთოხვე.”
რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. მაგრამ არ უნდა გაგვკიკვირდეს თუ უახლოეს მომავალში დიბალა ფრანგული კლუბის მაისურს მოირგებს, ძამპარინი კი კვლავ მილიონებს ჩაიჯიბებს.
კევინ დე ბრეინე, “ვოლფსბურგი”
გერმანული კლუბის შეტევის მთავარი მოქმედი პირია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში შედეგიანობის შესანიშნავი, 10+20 მაჩვენებელი აქვს. მართალია, მოურინიომ კევინი “ჩელსიში” არ დაიტოვა, მაგრამ სხვა მწვრთნელებმა მისი გამოყენება სრულფასოვნად შეძლეს და გუნდში მთავარი როლის შემსრულებლად აქციეს. თმცა 60 მილიონი მის სანაცვლოდ ცოტა არ იყოს და გადამეტებულია.
ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტის რეალური პრეტენდენტები “ბარსელონას” და პსჟ-ს დონის გუნდები არიან, რომლებსაც 50-60 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ.
ედენ აზარი, “ჩელსი”
ბელგიელი პრემიერლიგის საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და მის სანაცვლოდ 60 მილიონი სავსებით ადეკვატური ფასია. მაგრამ “რეალისთვის”, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მისი შეძენის მცდელობა ჰქონდა, სულ სხვა ფასი იქნა დასახელებული.
“თუ სამეფო კლუბს ედენი ყიდვა მოუნდება, მათ იციან ვის უნდა მიმართონ. მის სანაცვლოდ 200 მილიონ გირვანქასთან ერთად “რეალის” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშესაც ვითხოვთ” – ხუმრობით განაცხადა მოურინიომ, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ რეალური მცდელობის შემთხვევაში აზარს 60 მილიონად არ გაუშვებენ.
აქსელ ვიტსელი, “ზენიტი”
რუსულ ბაზარზე სატრანსფერო ფასები რომ გაბერილია ახალი არ არის, თუმცა ვიტსელის შემთხვევა ამის ფონზეც ცოტა არ იყოს უცნაურად ჩანს.
ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურდა და პეტერბურგელებს 18 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. საქმე იმაშია, რომ “ზენიტი” ვიტსელის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს, რაც მოთამაშის კონტრაქტშიც არის ჩაწერილი.
ნათელია, რომ ასეთ თანხას ბელგიელში არავინ გადაიხდის, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ “ზენიტი” მას საკმაოდ სარფიანად გაასხვისებს.