პოგბა: „იმედია, „ოქროს ბურთს“ მოვიგებ“
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცადა, რომ „ოქროს ბურთს“ მოგების სურვილი აქვს.
„მსურს, საუკეთესო ვიყო და „ოქროს ბურთი“ მოვიგო. ამისთვის ჩემი თამაშის ყველა კომპონენტში უნდა მოვიმატო.
მაგალითს ბუფონის, პირლოსა და ვიდალის დონის ფეხბურთელებისგან უნდა ვიღებდე. „იუვენტუსში“ ყველაფერია, რაზეც აქამდე ვოცნებობდი, თუმცა ყოველთვის უფრო მეტის მიღწევის სურვილი მაქვს.
ჩვენი სტადიონი – საუკეთესო ადგილია, რომელზეც ოდესმე მითამაშია. მიხარია, რომ ასეთი თანაგუნდელები გვყავს, ისინი იტალიაში საუკეთესოები არიან და მათ დონეზე სათამაშოდ ბევრი მაქვს სასწავლი.
თუ რაიმე გამომდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესოთა შორის ყოფნას ვცდილობ. ბევრის გაკეთება მომიწევს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებას შევძლებ“, – განაცხადა „ბიანკონერის“ შუახაზელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი