პოგბა მეზობლებს აწუხებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული პოლ პოგბა ნისლიან ალბიონზე თავს საუკეთესო კუთხით ჯერჯერობით ვერ წარმოაჩენს.
ფრანგი ნახევარმცველი საკუთარი თამაშით მის ტრანსფერში გადახდილ 100 მილიონ ევროს ვერ ამართლებს. მეტიც, პოგბას საქციელით არც მოედნის მიღმა არიან აღფრთოვანებულნი. ფრანგი ფეხბურთელი სასტუმროში ცხოვრობს, მისი მეზობლები კი ხმაურით არიან შეწუხებულნი.
“ღამით მისი ოთახიდან სიმღერა, ყვირილი, ხმაური ისმის”, – ამბობს 5-ვარსკლავიანი სასტუმროს ერთ-ერთი უკმაყოფილო სტუმარი.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურები პოლ პოგბას ნომერში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაცია უკმაყოფილო კლიენტების საჩივრებს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს. აღსანიშნავია, რომ ამავე სასტუმროში ცხოვრობს “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო.