პოგბა: “მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის მინდოდა”

თარიღი: მაისი 26, 2014

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პოლ პოგბა აცხადებს, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ბავშვობიდან სურდა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა გასულ წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

“რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ბავშვობიდან მსურდა, ეს ჩემი ოცნება იყო. იმედი მაქვს, რომ მუნდიალზე კარგად ვიასპარეზებთ და მის მოგებასაც მოვახერხებთ”, – ამბობს პოგბა.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები