პოგბა: „რონალდომ ფეხბურთი შემაყვარა“
„იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გიახსენა.
„მატჩს ტელევიზორში ვუყურეთ. მახსოვს, ამის შემდეგ მანქანაში ჩავსხედით და მეგობრებთან ერთად გამარჯვების აღნივნა სიგნალებით დავიწყეთ.
რონალდო ჩემთვის მაგალითია, ეს ის მოთამაშეა, რომლის წყალბოით ფეხბურთ შევიყვარე. მისით აღფთხოვანებული ვიყავი და იუნიორობის პერიოდში შემტევადაც ვთამაშობდიი. მისი ტექნიკა, სისწრაფე და ბომბარდირობის ნიჭი მაკვირვებდა.
რა თქმა უნდა, ზიდანიც მომწონდა. ის საფრანგეთის ხატი იყო. მის თამაშს არ დავივიწყებთ. მას პატივს სცემენ. ყველა ჩვენგანს მისი შედეგების განმეორება სურს. დარწმუნებული ვარ, ამჟამინდელი თაობა ფრანგულ ფეხბურთს ძველ დიდებას დაუბრუნებს. ჩინებული გუნდი და ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი გვყავს.
საფრანგეთის მთავარ ნაკრებთან ერთად პირველი ტიტულის მოგების შემთხვევაში, ჩემი ოცნება ასრულდება“, – განუაცხადა პოგბამ ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს.