პოგბა: “სქოულზი ჩემი კერპია”
პოლ პოგბა დღითი-დღე უფრო მეტად იხვეჭს სახელს საფეხბურთო სამყაროში. ის ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა 21 წლის ასაკში და ახლა სურს, რომ საკუთარი კერპები გააცნოს ფეხბურთის გულშემატკივარს. პირლო და სქოულზი მისთვის ყველაზე მაღლა მდგომები არიან.
“თავიდან მე ფორვარდი ვიყავი. შემდეგ 10 ნომრის პოზიციაზე გადამიყვანეს. მომწონდა თავდამსხმელის უკან თამაში.” აცხადებს პოგბა. “შემდეგ კიდევ უფრო უკან დავიხიე და აქცენტის გაკეთება ტექნიკასა და აგრესიაზე მიწევდა. ეს იყო შანსი იმისა, რომ ჩემი თამაში სრულყოფილებაში მომეყვანა.”
“იტალიაში მე ტაქტიკური კუთხით კიდევ უფრო განვვითარდი. მიყვარს საკუთარი მატჩების ყურება და შემდეგ შეცდომების მოედანზე გამოსწორება. მე აგრეთვე ვუყურებ ანდრეა პირლოს, იაია ტურეს, სტივენ ჯერარდსა და ფრენკ ლამპარდს. ასევე მიყვარს ზიდანის და რონალდის ცქერაც. მე მათგან საუკეთესო ასპექტებს ვიღებ და შემდეგ ვაერთებ. ჩემი იდეალი ? პირლო “იუვეში” და სქოულზი “იუნაიტედში”.” – დაასრულა პოგბამ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/