პოგბამ პელეს დაბადების დღე მატჩის დროს ორიგინალურად მიულოცა (ფოტო)
„ატალანტასთან“ იტალიის სერია ა-ს მეცხრე ტურის გუშინდელ მატჩში ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა მოედანზე ორიგინალური მაისურით გავიდა, რითაც ფეხბურთის ლეგენდას, ბრაზილიელ პელეს 75-ე დაბადების დღე მიულოცა.
22 წლის ფეხბურთელი 10-ნომრიან მაისურს ატარებს, რომელიც 70-ნომრიან მაისურს ჰგავს, რის გამოც ფეხბურთელმა მას „+5“ მიაწერა და ამით რიცხვი „75“ გამოსახა.