პოგბამ, შესაძლოა, „რომასთან“ ვერ ითამაშოს
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, „რომასთან“ იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩი გამოტოვებს.
როგორც ცნოილია, საფრანგეთის ნაკრების შუახაზელმა მარცხენა თეძოს კუნთი დაიზიანა. დეტალურ სამედიცინო შემოწმებას პოლი მოგვიანებით გაივლის.
ცნობისთვის, აქამდე გაირკვა, რომ „იუვეს“ სამი კვირით ანდრეა პირლო გამოაკლდება.