პოგბას ოთხი ვარიანტი
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა მიმდინარე სეზონის ბოლოს “ოლდ ტრაფორდს”, დიდი ალბათობით, დატოვებს. ფრანგ ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ეწურება.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თქვა, რომ პოლ პოგბა კლუბთან შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს. მეტიც, ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “ლივერპულთან” გამართულ შეხვედრაში (0:4) ტრავმა მიიღო, რის გამოც “წითელი ეშმაკების” რიგებში თამაში აღარ მოუწევს.
ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ პოგბას “ნიუკასლ იუნაიტედი” ეპატიჟება. “კაჭკაჭები” 28 წლის ნახევარმცველს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. თავად პოგბას კარიერის გაგრძელება ტურინის “იუვენტუსში”, “პარი სენ-ჟერმენში” ან მადრიდის “რეალში” სურს და აღნიშნულ კლუბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.