პოგბას “რეალში” სურს, მადრიდელები გაცვლაზე ფიქრობენ
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ლიდერი პოლ პოგბა მადრიდის “რეალში” გადაბარგებაზე ფიქრობს. ამბავი, რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა, რაც მეტ დამაჯერებლობას მატებს პოლ პოგბას ტრანსფერის შესაძლებლობას.
როგორც ცნობილი ხდება, პოლ პოგბამ უკვე სთხოვა თავის აგენტ მინო რაიოლას შესაძლო ტრასნფერზე ინფორმაციის მოპოვება. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მზადაა სურვილის შემთხვევაში ფრანგი ნახევარმცველი გაუშვას.
“წითელი ეშმაკუნები” ყველანაირად შეეცდებიან, რომ ტრანსფერიდან მაქსიმალური მოგება ნახონ. ამიტომაც, “რეალის” ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ ტრანსფერში რაფაელ ვარანი და გარეთ ბეილი ჩართონ.
პოლ პოგბას ტრანსფერში გარდამტეხი როლი, შესაძლოა, “ბლანკოსის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ითამაშოს, რომელსაც პოგბასთან ბრწყინვალე ურთიერთობა აკავშირებს.