პოლ ინსი: “სულშერის თაფლობის თვე დასრულდა!”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლოდროინდელ ჩავარდნას (“ვულვზი” 2-1 “იუნაიტედი”) გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, პოლ ინსი, გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ “წითელი ეშმაკუნების” თაფლობის თვე უკვე დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ულე გუნარ სულშერმა, როგორც დროებითმა მწვრთნელმა, არასხარბიელო შედეგების გამო განთავისუფლებული ჟოზე მოურინიო შეცვალა. მოკლე პერიოდში მან შეძლო გუნდის ოთხეულში დაბრუნება, რითიც სამწლიანი კონტრაქტიც დაიმსახურა.
“მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან სჭირდება ქულების აღება, თუ უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. იმის გათვალისწინებით, რომ “მანჩესტერ სიტისთან” აქვს სათამაშო.
არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ მის მიერ გაკეთებული ფანტასტიკური სამუშაო საკმარისი არ არის, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. მომავალ წელს ისინი ევროპის გარეშე არ უნდა დარჩნენ.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ის კლუბია, რომელიც მუდამ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თამაშობდეს და უმაღლესი დონის ფეხბურთელებს იზიდავდეს. ასეთ მოთმაშეებს კი ევროპა ლიგაზე თამაში ნამდვილად არ უნდათ.
სულშერის თაფლობის თვე დასრულდა! მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მასზე გაცილებით უფრო დიდი ზეწოლა იქნება. წინ კი “ბარსელონასთან” და “ვესტ ჰემთან” გასამართი მატჩებია. მას დიდი შრომა დასჭირდება,” – აცხადებს პოლ ინსი.