პოლ მერსონი: “არტეტა “არსენალში”? კონორისა და ფლოიდის ბრძოლა მახსენდება”
ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ მერსონმა, გუნდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. როგორც იცით, “მეთოფეთა” ხელმძღვანელება გუნდის მიკელ არტეტასთვის ჩაბარება გადაწყვიტეს.
“მიკელ არტეტა “არსენალში”? კონორ მაკგრეგორი მახსენდება, რომელმაც ფლოიდ მეიევეზერთან გადაწყვიტა შებრძოლება. ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამუშაოა ფეხბურთში და მას ანდობ ადამიანს, რომელსაც აქამდე არასოდეს უმუშავია ამ პოზიციაზე!
მიკელი ძალიან კარგი ადამიანია და დარწმუებული ვარ, რომ კარგი მწვრთნელიც იქნება. ის ამ წინადადებაზე უარს ვერ იტყოდა, მაგრამ კარგი მწვრთნელები ყოველთვის წარმატებულები ვერ არიან კლუბის სათავეში. ამას კიდევ ერთხელ ვნახავთ. მას გამოცდილება საერთოდ არ აქვს.
თუ კლუბის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” მსგავსად დაიწყებს თამაშს მხოლოდ იმიტომ, რომ არტეტა გვარდიოლას დამხმარედ მუშაობდა, უნდა გაიღვიძონ და ყავა მიირთვან,” – აცხადებს მერსონი.