პოლ პოგბამ ორი ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

თარიღი: მაისი 1, 2021

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა ქომაგმა მას სთხოვა კარიერაში ორი ყველაზე რთული მეტოქე დაესახელებინა.

28 წლის ფრანგმა ნგოლო კანტე და კაზემირო გამოარჩია.

“ჩემი ყველაზე რთული მეტოქეები? სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია ნგოლო კანტეს წინააღმდეგ თამაში. ასევე, რთულია კაზემიროს წინააღმდეგ… პირველი სწორედ ეს ორი ფეხბურთელი მახსენდება. ალბათ, შეიძლება კიდევ რამდენიმეს დასახელებ, მაგრამ ახლა ეს ორი მახსენდება”, – ციტირებს პოგბას სიტყვებს “დეილი მეილი”.

მსგავსი სიახლეები