პოლ პოგბამ ტრავმა “ფენერბახჩესთან” მატჩში ტრავმა მიიღო
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა, პოლ პოგბამ “ფენერბახჩესთან” გამართული ევროპალიგური დაპირისპირების პირველ ტაიმში საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო მარჯვენა მუხლზე.
ბრიტანელთა რეკორდული შენაძენი, რომელმაც ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატჩის დაწყებიდან 28 წუთში შეცვალა. ზლატანის გამოსვლისთანავე, რუნიმ ნახევარდაცვაში გადაინაცვლა.
დიდი ალბათობით, ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერელების დახმარებას “სუონსისთან” გასამართ მატჩში ვერ შეძლებს, რომელიც კვირას უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში “წითელ ეშმაკებს” დისკვალიფიცირებული ანდერ ერერაც დააკლდებათ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მანჩესტერელთა მხრიდან ლაზარეთში ანტონიო ვალენსია და ერიკ ბაილიც იმყოფებიან მაშინ, როდესაც მოურინიო ფილ ჯონსსა და ჰენრიკ მხითარიანს მოედანზე გასვლის საშუალებასაც არ აძლევს.