პოლ სქოულზმა და რიო ფერდინანდმა ანდერ ერერა მკაცრად გააკრიტიკეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს” შორის გამართული შეხვედრის (2:2) ერთ-ერთ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც ანდერ ერერამ პასის გაკეთების მომენტში შეცდომა დაუშვა.
“ფეხბურთელის დონის სათანადოდ შეფასება უმნიშვნელოვანესი რამ არის. ერერას საკმარისი დრო და სივრცე ჰქონდა, 30 მეტრში მყოფი პოლ პოგბასთვის პასი რომ გაეკეთებინა.
განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, მას მარტივი გადაცემა უნდა გაეკეთებინა და თუ ეს არ შეუძლია, “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დატოვოს,” – განაცხადა სქოულზმა მატჩის შემდეგ.
ამ ეპიზოდს რიო ფერდინანდიც გამოეხმაურა: “ამ პასის გაკეთება რთული ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, პრობლემა ფეხბურთელის თვითდაჯერებულობის ნაკლებობაშიცაა.”