“პოლიტიკოსებს სერია A-ს შეჩერების არანაირი უფლება არ აქვთ” – “ლაციოს” დირექტორი
“ლაციოს” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამინდელმა დირექტორმა, იგლი ტარემ, საკუთარი პოზიცია სეზონის გაგრძელების თაობაზე მკაფიოდ დააფიქსირა.
“როგორც გავიგე, ამ კვირაში სპორტის მინისტრის ბრძანებას უნდა ველოდოთ. თუმცა ეს მისი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. ფიფამ, უეფამ და იტალიის ფედერაციამ ცხადად აღნიშნეს, რომ ჩემპიონატებმა სეზონი კალენდარული წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ.
თუ ჩემპიონატს ივნისში არ განვაახლებთ, ამას მაშინ გავაკეთებთ, როდესაც შესაძლებელი იქნება. ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში ტარდება და სეზონი საჭიროების შემთხვევაში აგვისტოში ან სექტემბერში გავაგრძელოთ.
ვფიქრობ, სეზონის დასრულება კარგი გამოცდილება იქნება მომდევნო გათამაშებისთვის. “ლაციო” პირველი კლუბი იყო იტალიაში, რომელმაც პანდემიის გამო თამაში შეწყვიტა. ჩვენ მთავრობის თითოეულ მითითებას ვითვალისწინებდით.
ქალაქში ფეხბურთელები აღარ დარჩნენ. აგრესიულ ტონს მივმართავთ, რადგანაც ვაანალიზებთ, თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე დგას ფეხბურთის უდიდესი ინდუსტრია. პოლიტიკოსებს სერია A-ს შეჩერების არანაირი უფლება არ აქვთ,” – აცხადებს იგლი ტარე.