პოლიციამ იოზილსა და კოლაშინაცზე შეიარაღებული თავდამსხმის ვიდეომასალა გამოაქვეყნა
ლონდონის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც “არსენალის” ფეხბურთელების – მესუთ იოზილისა და სეად კოლაშინაცის გაძარცვის მცდელობაა ასახული. ფაქტი მიმდინარე წლის 26 ივლისს მოხდა, თუმცა ვიდეომასალა მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა.
ვიდეოში ვხედავთ, რომ ბოროტმოქმედები მოტოციკლით იოზილის ავტომობილთან ჩერდებიან და ფეხბურთელებს დანით უტევენ, თუმცა კოლაშინაცი შიშველი ხელებით თავდამსხმელების მოგერიებას ცდილობს, რასაც ბოსნიელი ახერხებს კიდეც.
სამართალდამცველებმა 26 წლის ჯორდან ნორთოვერი და 30 წლის ეშლი სმიტი დააკავეს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს. სასამართლო საქმეზე განაჩენს 8 ნოემბერს გამოიტანს.
#JAILED | Two men plead guilty after attempting a brazen robbery in #Hampstead.
CCTV footage shows they didn’t hesitate to draw a weapon when making demands but didn’t bargain on being challenged. One victim stood his ground and fought the suspects off 👉 https://t.co/x1PURsQ6sz pic.twitter.com/7fLmlp8dDA
— Metropolitan Police (@metpoliceuk) November 6, 2019