პოლონელები რუსებთან თამაშზე უარს აცხადებენ: “ამის უფლებას სინდისი არ გვაძლევს”

თარიღი: თებერვალი 26, 2022

პოლონეთის ეროვნული გუნდი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარს აცხადებს.

“სიტყვები აღარ არის საჭირო, მოქმედების დროა! უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო პოლონეთის ნაკრები არ აპირებს პლეიოფში რუსეთთან თამაშს. ჩვენ შვედეთისა და ჩეხეთის (მეორე ნახევარფინალური წყვილი) ფეხბურთის ფედერაციებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა ფიფას ერთიანი განცხადება მივაწოდოთ”, – განაცხადა პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეზარი კულეშამ.

ამ განცხადებას ერთობლივად შეუერთდნენ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები:

“ჩვენ, პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო რუსეთთან საპლეიოფო რაუნდის მატჩი არ ჩავატაროთ. ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ცხოვრებაში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არის. ჩვენ უკრაინელ ხალხსა და ეროვნული ნაკრებიდან ჩვენს მეგობარ ტომაშ კენძიორაზე ვფიქრობთ, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ კიევში იმყოფება”.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პოლონეთის ნაკრების ლიდერი რობერტ ლევანდოვსკიც:

“სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან თამაში, როდესაც უკრაინაში შეიარაღებული გრესია გრძელდება. რუსი ფეხბურთელები და ფანები ამაზე პასუხისმგებელნი ვერ იქნებიან, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავდგებით ისეთ პოზიციაში, თითქოს არაფერი ხდება”.

პოლონეთის ნაკრების კიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ სოციალურ ქსელში დაწერა:

“24 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო მატჩში რუსეთის ნაკრებთან უნდა გვეთამაშა. ამის წერისას გული კი მწყდება, მაგრამ თამაშის უფლებას სინდისი არ მაძლევს. საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობა ყველაზე დიდი პატივია კარიერაში, მაგრამ ეს მაინც არჩევანია. უარს ვამბობ იმ ფეხბურთელებთან თამაშზე, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ღირებულებებსა და პრინციპებს. უარს ვამბობ, ვიდგე მოედანზე ჩემი ქვეყნის ფერებში და ვუსმენდე რუსეთის ჰიმნს. უარს ვამბობ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რუსეთის ხელისუფლების ქმედებების კანონიერად გამართლების შემთხვევაშიც”.

ფიფაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რომელ ნაკრებს უქომაგებს ანჩელოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომელ ნაკრებს უქომაგებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკო: “ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია”

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსი ხალხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის თარიღი ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩატარების [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კენი დალგლიში: “მიეცით უკრაინას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა კენი დალგლიშმა თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ უკრაინის ნაკრებს 2022 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “1966 წლის შემდეგ საუკეთესო ნაკრები გვყავს”

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ “სამ ლომს” 1966 წლის შემდეგ საუკეთესო გუნდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში ყატარი არ ითამაშებს

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირის მასპინძელი ყატარის ნაკრების თამაშით არ გაიხსნება. ფიფამ მსოფლიო პირველობის კალენდარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის წილი ნაყარია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური სტადიის წილისყრა ჩატარდა. 32 გუნდი რვა ჯგუფში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას მარტის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა

ფიფას მარტის თვის სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა. სიაში საქართველოს ნაკრებმა წინა თვესთან შედარებით ერთი პოზიციით წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თქვენ საზიზღარი არსებები ხართ!” – რუსი ჟურნალისტი პოლონელ ფეხბურთელებს

რუსული სპორტული სატელევიზიო არხის ჟურნალისტმა, ანტონ ანისიმოვმა პირდაპირ ეთერში პოლონელებს “საზიზღარი არსებები” უწოდა. როგორც იცით, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის სისტემას აკრიტიკებს: “ყველაფერი ერთ მატჩში დავკარგ

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სისტემა გააკრიტიკა. “ყველაფერი ერთ მატჩში დავკარგეთ, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბორის ჯონსონი: “კარგი იქნება, თუ ევრო-2028-ს უკრაინა უმასპინძლებს”

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უეფას 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას უკრაინაში სთავაზობს. ჯონსონი თვლის, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძიუბა მიკოლენკოზე: “მათ მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ”

რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და სანკ-პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელი, არტიომ ძიუბა უკრაინელი ფეხბურთელის, ვიტალი მიკოლენკოს მიერ გაკეთებუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს ფიფასა და უეფას ტურნირებში მონაწილეობა შეუჩერდათ

ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოკვეთა. “ფიფასა და უეფას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანდრეი შევჩენკო: “ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა”

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. “დილით ადრე რუსეთმა დაიწყო [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა კოსოვოს ნაკრები ჩაიბარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალენ ჟირესი კოსოვოს ნაკრების თავკაცის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის […]...
წაკითხვა