პოლონელმა ოლიმპიელმა მედალი გაყიდა და 8 თვის ბიჭუნას დაეხმარა (ფოტო)

თარიღი: აგვისტო 19, 2021

პოლონელმა ოლიმპიელმა, მარია ანდრეიჩიკმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შუბის ტყორცნაში მოპოვებული ვერცხლის მედალი აუქციონზე გაყიდა, რათა რვა თვის ბიჭუნას გულის ოპერაციის გაკეთებაში ფინანსურად დახმარებოდა.

25 წლის სპორტსმენი აცხადებს, რომ საკუთარი ჟესტით აპირებს მაგალითი მისცეს სხვა ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იმის საშუალება, რომ სხვადასხვა საჭირო ოპერაციების დროს ოჯახებს დაეხმარნონ.

ანდრეიჩიკი საერთოდ არ იცნობს იმ რვა თვის ბიჭუნასა და მის ოჯახს, რომელსაც ფინანსურად დაეხმარა. ეს ოჯახი მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ოპერაცია ჩატარდება. როგორც ცნობილია, ოპერაცია 250 000 დოლარი ღირს, სპორტსმენმა კი საკუთარი მედლის გაყიდვით მიღებული მთლიანი თანხა – 125 000 დოლარი ბავშვის ოჯახს გადასცა.

“ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ხანი არ დამჭირვებია, ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი. მას სერიოზული პრობლემა აქვს და ოპერაცია სჭირდება. ამ მედლის მნიშვნელობა ჩემს გულში დიდ ადგილს დაიკავებს. თავად მედალი მხოლოდ ნივთია. ვერცხლს შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს”, – განაცხადა სპორტსმენმა.

ანდრეიჩიკმა 2016 რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მას ძვლის კიბო დაუდგინდა, რომელიც დაამარცხა, შემდეგ კი ტოკიოში იბრძოლა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ისგან 5 მილიონს ითხოვს

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს სასასამართლოში უჩივის და კომპანიისგან 5 მილიონს ითხოვს. საქმე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ძალიან გახარებული და უზომოდ ბედნიერი ვარ” – ავთანდილ ხურციძე თავისუფალი

ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის ციხეს ტოვებს. ქართველ მოკრივეს -წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ის საკანში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

თრეილერი – ფილმი, რომელშიც ლევან საგინაშვილი გადაიღეს (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი რამდენიმე წლის წინ ბრიტანულ-არაბულ ფილმ The Lady of Heaven-ში (სამოთხის ქალბატონი) […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა ბექაური: ‘რუსი ფრენბურთელები გავიცანი და ვუთხარი…’

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გადაღებულ კადრებზე კომენტარი გააკეთა. ბექაურმა სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

‘შარდენზე ჩხუბი მოგვივიდა, მაგრამ დღეს შენით ვამაყობ’ – გიგა ჭიკაძისა და

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გულშემატკივართან მიმოწერის სქრინი გამოაქვეყნა. გულშემატკივარი ხუთი წლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე: ‘ბევრს არ სჯერა ჩემი სუფთად მოღვაწეობის, ამ ადამიანებზე ნაწყენი ვარ&#

ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში დოპინგის საკითხზე კომენტარი გააკეთა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის განცხადებით, დღეს ბევრს აქვს იმის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

იასპარეზებენ თუ არა ტაჰა აკგული და გაბლ სტივსონი მსოფლიო ჩემპიონატზე?

2-10 ოქტომბერს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. დღეს გამოქვეყნდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მკლავჭიდელს, ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ. “ქართველმა ჰალკმა” პოდკასტში “მტკივნეული შოუ...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაბლ სტივსონი: “ტაჰა აკგულის ფორმას ჩარჩოში ჩავსვამ”

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა გაბლ სტივსონმა სოციალურ ქსელში ტაჰა აკგულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

თავდადების მაგალითი – კონსტანტინე ჯანაშიას გამოსვლა მორიგ შეჯიბრზე (ვიდეო)

ქართველმა სთრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ აშშ-ში, Shaw Classic-ში მიიღო მონაწილეობა. 31 წლის სპორტსმენმა ერთ-ერთი გამოსვლისას ტრავმა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ედუარდ ტრიპელმა პოსტი გამოაქვეყნა – ლაშა ბექაურმა მას უპასუხა (ფოტო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა, ძიუდოისტმა ედუარტ ტრიპელმა 4 სექტემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძეს 14 სექტემბერს გაათავისუფლებენ!

სოციალურ ქსელ Facebook-ში, ავთანდილ ხურციძის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, 14 სექტემბერს ქართველ მოკრივეს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილმა ამერიკელი დეივ ჩეფი გაანადგურა! (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, TOP 8-ის პირველ ეტაპზე ამერიკელ დეივ ჩეფის […]...
წაკითხვა