პოლონეთი – პორტუგალია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
პოლონეთი – პორტუგალია
შეხვედრის ადგილი: მარსელი; “სტად ველოდრომი”
შეხვედრის დრო: ხუთშაბათი, 30 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი იწყება. დღევანდელ შეხვედრაში ერთმანეთს პოლონეთისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
პოლონეთმა მერვედფინალში შვეიცარია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. პოლონელებმა მომდევნო ეტაპის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს. რაც შეეხება პორტუგალიას, სანტუშის გუნდმა ხორვატია დამატებით ტაიმებში, 117-ე წუთზე, კვარეჟმას მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.
სპეციალისტების აზრით, გულშემატკივრები თანაბარ თამაშს იხილავენ, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ფავორიტი მაინც პორტუგალიაა.
პოლონეთის ბოლო 5 მატჩი:
25/06/16 | ევჩ. | შვეიცარია | პოლონეთი | 1:1 | |
21/06/16 | ევჩ. | უკრაინა | პოლონეთი | 0:1 | |
16/06/16 | ევჩ. | გერმანია | პოლონეთი | 0:0 | |
12/06/16 | ევჩ. | პოლონეთი | ჩრ. ირლანდია | 1:0 | |
06/06/16 | ამხ. | პოლონეთი | ლიტვა | 0:0 |
პორტუგალიის ბოლო 5 მატჩი:
11.06.16 | ევჩ. | ხორვატია | პორტუგალია | 0:1 | |
03.06.16 | ევჩ. | უნგრეთი | პორტუგალია | 3:3 | |
29.05.16 | ევჩ. | პორტუგალია | ავსტრია | 0:0 | |
29.03.16 | ევჩ. | პორტუგალია | ისლანდია | 1:1 | |
26.03.16 | ამხ. | პორტუგალია | ესტონეთი | 7:0 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)
29/02/12 – ამხანაგური მატჩი: პოლონეთი 0:0 პორტუგალია
09/09/07 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: პორტუგალია 2:2 პოლონეთი
ადამ ნავალკა: “ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერები ვართ. ვფიქრობ, გასაკვირი არაა, რომ მეოთხედფინალში გასვლა შევძელით. პორტუგალიის ნაკრებს შეტევაში დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა მეტოქე დაცვაშიც კარგად თამაშობს.
ცხადია, რთულ თამაშს ველით. შევეცდებით, რომ ბურთი უფრო მეტად ჩვენ ვაკონტროლოთ. რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. რობერტი კარგ ფორმაშია და რა თქმა უნდა, მისი იმედი გვაქვს.”
ფერნანდო სანტუში: “ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს, შანსები 50/50-ზეა. ყველა კრიშტიანო რონალდუზე საუბრობს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ რონი ბრწყინვალე ფეხბურთელია.
პოლონეთის ნაკრები ტაქტიკურად ძალიან განსწავლული გუნდია. მეტოქე დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადის, ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ. შევეცდებით, შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.”
პოლონეთი:
– პოლონეთის ნაკრებმა მარსელში ჩატარებული ბოლო ორივე შეხვედრა მოიგო.
– პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ბოლო შვიდ მატჩში დაუმარცხებელია.
პორტუგალია:
– პორტუგალიის ნაკრებს “სტად ველოდრომზე” აქამდე არასოდეს მოუგია. 1984 წელს, პორტუგალიელები ამ სტადიონზე ესპანელებს დაუზავნდნენ (1:1), შემდეგ კი ფრანგებთან ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ.
– პორტუგალიისათვის ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული ბოლო ოთხი მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.
საინტერესო ფაქტი:
– რენატო სანჩესი და რობერტ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონიდან თანაგუნდელები იქნებიან.
პოლონეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ფაბიანსკი; პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, იერდზეჟჩიკი; ბლაშიკოვსკი, კრიხოვიაკი, მაჩზინსკი, გროსიცკი; მილიკი, ლევანდოვსკი.
პორტუგალიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
რუი პატრისიო; კედრიკი, ფონტე, პეპე, გერეირო; სილვა, ვ. კარვალიო, სანჩესი, მარიო; ნანი, რონალდუ.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
პოლონეთი 1:1 პორტუგალია