პოლონეთი – პორტუგალია: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

თარიღი: ივნისი 30, 2016

პოლონეთი – პორტუგალია
შეხვედრის ადგილი: მარსელი; “სტად ველოდრომი”
შეხვედრის დრო: ხუთშაბათი, 30 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)


ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი იწყება. დღევანდელ შეხვედრაში ერთმანეთს პოლონეთისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

პოლონეთმა მერვედფინალში შვეიცარია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. პოლონელებმა მომდევნო ეტაპის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს. რაც შეეხება პორტუგალიას, სანტუშის გუნდმა ხორვატია დამატებით ტაიმებში, 117-ე წუთზე, კვარეჟმას მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.

სპეციალისტების აზრით, გულშემატკივრები თანაბარ თამაშს იხილავენ, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ფავორიტი მაინც პორტუგალიაა.


 

პოლონეთის ბოლო 5 მატჩი:

25/06/16 ევჩ. შვეიცარია პოლონეთი 1:1
21/06/16 ევჩ. უკრაინა პოლონეთი 0:1
16/06/16 ევჩ. გერმანია პოლონეთი 0:0
12/06/16 ევჩ. პოლონეთი ჩრ. ირლანდია 1:0
06/06/16 ამხ. პოლონეთი ლიტვა 0:0

პორტუგალიის ბოლო 5 მატჩი:

11.06.16 ევჩ. ხორვატია პორტუგალია 0:1
03.06.16 ევჩ. უნგრეთი პორტუგალია 3:3
29.05.16 ევჩ. პორტუგალია ავსტრია 0:0
29.03.16 ევჩ. პორტუგალია ისლანდია 1:1
26.03.16 ამხ. პორტუგალია ესტონეთი 7:0

ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)

29/02/12 – ამხანაგური მატჩი: პოლონეთი 0:0 პორტუგალია
09/09/07 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: პორტუგალია 2:2 პოლონეთი


cats

ადამ ნავალკა: “ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერები ვართ. ვფიქრობ, გასაკვირი არაა, რომ მეოთხედფინალში გასვლა შევძელით. პორტუგალიის ნაკრებს შეტევაში დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა მეტოქე დაცვაშიც კარგად თამაშობს.

ცხადია, რთულ თამაშს ველით. შევეცდებით, რომ ბურთი უფრო მეტად ჩვენ ვაკონტროლოთ. რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. რობერტი კარგ ფორმაშია და რა თქმა უნდა, მისი იმედი გვაქვს.”

ფერნანდო სანტუში: “ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს, შანსები 50/50-ზეა. ყველა კრიშტიანო რონალდუზე საუბრობს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ რონი ბრწყინვალე ფეხბურთელია.

პოლონეთის ნაკრები ტაქტიკურად ძალიან განსწავლული გუნდია. მეტოქე დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადის, ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ. შევეცდებით, შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.”


პოლონეთი:

– პოლონეთის ნაკრებმა მარსელში ჩატარებული ბოლო ორივე შეხვედრა მოიგო.

– პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ბოლო შვიდ მატჩში დაუმარცხებელია.

პორტუგალია:

– პორტუგალიის ნაკრებს “სტად ველოდრომზე” აქამდე არასოდეს მოუგია. 1984 წელს, პორტუგალიელები ამ სტადიონზე ესპანელებს დაუზავნდნენ (1:1), შემდეგ კი ფრანგებთან ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ.

– პორტუგალიისათვის ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული ბოლო ოთხი მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.


საინტერესო ფაქტი:

– რენატო სანჩესი და რობერტ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონიდან თანაგუნდელები იქნებიან.


პოლონეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ფაბიანსკი; პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, იერდზეჟჩიკი; ბლაშიკოვსკი, კრიხოვიაკი, მაჩზინსკი, გროსიცკი; მილიკი, ლევანდოვსკი.

cats

პორტუგალიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
რუი პატრისიო; კედრიკი, ფონტე, პეპე, გერეირო; სილვა, ვ. კარვალიო, სანჩესი, მარიო; ნანი, რონალდუ.

cats


 Fanebi.Com-ის პროგნოზი:

პოლონეთი 1:1 პორტუგალია

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ის, რის გამოც “ატალანტა” დაისაჯა – რა მოხდა “ლაციოსთან” მატჩ

19 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია, სტუმრები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის – ემოციური კადრები “უტხრეხტი” – პსვ

19 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “უტრეხტმა” საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის გულშემატკივრები ფეხზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემის” ფეხბურთელები სეზონის ცუდ სტარტში პოჩეტინოს ადანაშაულებენ

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, “ტოტენჰემის” ფეხბურთელების სეზონის ცუდი სტარტის გამომწვევ მიზეზად მაურისიო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგ

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდეტნი: “პსჟ” და “მანჩესტერ სიტი” ევროტურნირებიდან უნ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უეფამ “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” ბავშვებმა მოქმედ ჩემპიონთან ღირსეულად წააგეს

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “საბურთალოს” შეხვედრით განახლდა. “ტორპედოში” არსებული ფი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” “საბურთალოსთან” მატჩში სათადარიგოთა რიგებში 13 წლის მეკ

საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედო” წყალტუბოში “საბურთალოს” მასპინძლობს. ყველასათვის ცნობილია,...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “მილანი” კატასტროფულ მდგომარეობაშია”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი მისი ყოფილი კლუბის, “მილანის” შესახებ გააკეთა. 38 წლის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “თუ იტალიაში დავბრუნდები, სკუდეტოსთვის ბრძოლა მსურს”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში შესაძლო დაბრუნების საკითხზე ისაუბრა. შვედი ფეხბურთელი თვლის...
წაკითხვა
ფეხბურთი

წარმოუდგენელი კადრები: “ვერაკრუზის” პროტესტის დროს “ტიგრესმა” მეტო

19 ოქტომბერს, მექსიკის ჩემპიონატში “ვერაკრუზმა” საკუთარ მეოდანზე “ტიგრესი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ეს მატჩი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: “ასეთი რაღაც მსოფლიოში შეიძლება ერთხელ მოხდეს”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “საბურთალოსთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “მხოლოდ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უესლი: “14 წლის ვიყავი მამა რომ გავხდი, რამაც უდიდესი მოტივაცია შემმატა”

“ასტონ ვილას” თავდამსხმელმა, უესლიმ, პრესასთან თავის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა აძლევს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “ბარსელონაში” არიან ადამიანები, რომელთაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ̶

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა, ლეო მესიმ, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ “ბარსელონას” ზოგიერთ მაღალჩინოსან...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სანტოსის” ფეხბურთელის ფინტებს მოედანზე არეულობა მოჰყვა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სანტოსმა” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის ბოლო […]...
წაკითხვა