პოლონეთის ნაკრები მეოთხედფინალში ითამაშებს (ვიდეო)
25 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. დღის პირველ მატჩში, რომელიც 17 საათზე დაიწყო, ერთმანეთს შვეიცარიისა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე პოლონელთა ნახევარმცველმა, იაკუბ ბლაშიკოვსკიმ გახსნა. 82-ე წუთზე შვეიცარიელთა შემტევმა, ჩერდან შაქირიმ წონასწორობა აღადგინა, რის შედეგადაც თამაში დამატებით ტაიმებში გაგრძელდა.
დამატებითი ტაიმები უგოლო დასრულდა, საბოლოოდ კი, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დარტყმები უკეთ პოლონელებმა შეასრულეს.
პოლონეთი – შვეიცარია 1:1
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, სეფეროვიჩი, ჩაკა, ბეჰრამი (ფერნანდესი 77′), როდრიგესი, ჯემაილი (ემბოლო 58′), მეჰმედი (დერდიოკი 70′), ჯურუ, შერი, შაქირი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
პოლონეთი: ფაბიანსკი, პაზდანი, იეჯერჩიკი, მაჩჟინსკი, მილიკი, ლევანდოვსკი, კრიხოვიაკი, გროსიცკი, გლიკი, ბლაშიკოვსკი, პიშჩეკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.
გოლები: შაქირი 82′ – ბლაშიკოვსკი 39′
გაფრთხილებები: შერი 55′, ჯურუ 117′ – იეჯერჩიკი 58′, პაზდანი 111′