პოლონეთმა უკრაინა ბლაშიკოვსკის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 21, 2016

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. მარსელის “ველოდრომზე” ერთმანეთს უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უკრაინელებს, როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ ჰქონდათ და მათთვის ეს მატჩი მხოლოდ პრესტიჟის საქმე გახლდათ. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა პოლონეთის ნაკრებს. ადამ ნავალკას გუნდი გერმანიის ნაკრებს ჯგუფის პირველ ადგილში ეცილებოდა.

მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. რობერტ ლევანდოვსკის გოლის გატანის შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა. ტაიმის შუაწელს ტერიტორიულ უპირატესობას უკრაინელები დაეუფლნენ და მომენტები მათაც შექმნეს, თუმცა პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე იაკუბ ბლაშიკოვსკი გავიდა და მანვე შეხვედრის 54-ე წუთზე კარგად გათამაშებული კომბინაცია ლამაზი გოლით დააგვირგვინა – 1:0. დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. პოლონეთის ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. უკრაინის ეროვნულმა გუნდმა კი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გატანილი გოლის გარეშე დაასრულა.

ევრო-2016
C ჯგუფი
უკრაინა — პოლონეთი 0:1 (0:0)

უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, კუჩერი, ბუტკო, სტეპანენკო, როტანი, იარმოლენკო, ზინჩენკო (კოვალენკო 73), კონოპლიანკა, ზოზულია (ტიმოშჩუკი 90+2′).
მთავარი მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.

პოლონეთი: ფაბიანსკი, ჩენეკი, გლიკი, პაზდანი, ენდჟეიჩიკი, ზელინსკი (ბლაშიკოვსკი 46′), კრიხოვიაკი, იოდლოვეცი, კაპუსტკა (გროსიცკი 71′), მილიკი (სტაჟინსკი 90+3′), ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.

გოლი: ბლაშიკოვსკი 54′.
გაფრთხილებები: როტანი 25′, კუჩერი 38′ — კაპუსტკა 60′
მთავარი მსაჯი: სვეინ მოენი (ნორვეგია).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აზარმა დაასახელა საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს

მადრიდის “რეალის” გარემარბმა ედენ აზარმა დაასახელა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს. “ყველაზე [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმონე ძაძას ეფექტური გოლი “ბოლონიას” კარში (ვიდეო)

ორ აგვსიტოს იტალიის სერია A-ს 2019/20 წლების გათამაშება დასრულდა. 38-ე ტურის მატჩში “ტორინო” “ბოლონიას” ეწვია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ აღმართა ობამეიანგმა თასი (ვიდეო)

1 აგვისტოს, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში “არსენალმა” “ჩელსი” 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, “არსენალის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან გაალი: “გეი ფეხბურთელები ყოველთვის უფრო კრეატიულები არიან”

“ბარსელონას”, “ბაიერნისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ფეხბურთში არსებულ ჰომოფობი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან პულიშიჩის ტრავმა “არსენალთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Pulisic kept on running even after pulling the hamstring ! RESPECT ,#FACupFinal pic.twitter.com/cof1U34LJY […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” – “ლიონი” (პენალტების სერია)

31 ივლისს, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “ლიონი” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩესკუს პირველი შეხვედრა “დინამოს” მოთამაშეებთან – განსაკუთრებული მისალ

კიევის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ გუნდის ფეხბურთელებს გუშინ პირველად შეხვდა და მათთან ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ შვეიცარიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტი რობ ჰარისი წერს, რომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. მსოფლიოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო პოლიტანოს საოცარი ტატუ (ფოტო, ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორი ტატუ გაიკეთა “ნაპოლის” თავდამსხმელმა, მატეო პოლიტანომ. როგორც ირკვევა,...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტურო ვიდალი პირდაპირ ეთერში არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაერთო (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის გათამაშება დასრულდა და ფეხბურთელებმა შვებულება მოიწყვეს, მაგრამ “ბარსელონას” მოთამაშეებს მალევე მოუწევთ დასვენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა MLS-ის მატჩში (ვიდეო)

28 ივლისს, ამერიკის MLS-ში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე” “რეალ სოლთ ლეიქს” დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შჩესნი სარის: “თქვენ ეს დაიმსახურეთ” (ვიდეო)

26 ივლისს, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “სამპდორია” დაამარცხა და სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო გოლი დასახელდა (ვიდეო)

BBC-მ ინგლისის პრემიერ ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინა. ნომინაციაზე ათი გოლი იყო წარდგენილი, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა კრიშტიანო რონალდუმ “სამპდორიას” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cristiano Ronaldo goal vs Sampdoria. What a hit 🔥pic.twitter.com/QizfIhN3T2 — Allu 🦈 (@GreatWhite_9) […]...
წაკითხვა