WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (426949) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პოლონეთში ჩემპიონატის განახლების 5-ეტაპიანი გეგმა მოიწონეს

თარიღი: აპრილი 26, 2020

პოლონეთის ექსტრაკლასასა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მეთაურების მიერ პოლონური მთავრობისთვის წარდგენილმა გეგმამ ჩინოვნიკების მოწონება დაიმსახურა.

ექსტარკლასას პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების 5-ეტაპიანი გეგმა წარადგინა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, ჩემპიონატი 29 მაისს უნდა განახლდეს.

გეგმის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია – 20 აპრილს, ჩემპიონატის 16 გუნდის ფეხბურთელებს და მწვრთნელებს თვითიზოლაციაში ყოფნა უბრძანეს. ეს ფაზა ორკვირიანია და სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად შემოწმდება.

მეორე ეტაპი 4 მაისიდან დაიწყება, როდესაც ქვეყანაში სპორტული დაწესებულებები გაიხსნება და ფეხბურთელები 6-კაციან ჯგუფებად შეძლებენ ვარჯიშის განახლებას.

მესამე ფაზა საფეხბურთო სკოლების გახსნას ითვალისწინებს, რის შემდეგაც გაიხსნება ფიტნეს კლუბები, დარბაზები და საცურაო აუზები. გეგმის ბოლო ეტაპი კი ჩემპიონატის განახლებაა, რასაც მაისის ბოლოს უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ჩემპიონატში ასპარეზობს ვაკო გვილია. ქართველი ფეხბურთელის კლუბი სეზონის შეჩერების მომენტში 8-ქულიანი ჰანდიკაპით იმყოფებოდა პირველ ადგილზე.



მსგავსი სიახლეები