“პორტლენდმა” ფაჩულიას “მილუოკი” ბოლო მეოთხედში გატეხა
დასანანი მატჩი წააგო ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“. „ხარირმები“ ქალაქ პორტლენდში ჩავიდნენ, სადაც დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „თრეილ ბლეიზერსს“ შეხვდნენ და ბოლომდე ღირსეულად იბრძოლეს. თანაბარი თამაში მიდიოდა ბოლო მეოთხედამდე, რომლის დაწყების წინ მილუოკელები 70:68 იგებდნენ, მაგრამ „პორტლენდმა“ მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხა და ბოლო პერიოდის 36:27 მოგების შემდეგ გამარჯვებას მიაღწია – 104:97.
ფაჩულია სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე მილუოკელთა ძირითად ცენტრ ლარი სანდერსზე (21 წუთი) მეტ ხანს იმყოფებოდა. ქართველმა ცენტრმა 26 წუთი ითამაშა და თავის გუნდში ყველაზე მეტი – 8 მოხსნა მიითვალა. ამასთან ერთად ზაზას 5 ქულა და 3 პასი დაუგროვდა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„მილუოკიში“ 24 ქულით ბომბარდირი ბრენდონ ნაითი გახდა, 17 ქულა მიითვალა კრის მიდლტონმა, ხოლო ოჯეი მაიოს ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. გამარჯვებულებს დამიენ ლილარდმა ულიდერა, 23 ქულა და 15 მოხსნ ლა,არკუს ოლდრიჯმა მიითვალა.
მიუხედავად წაგებისა,13 მოგებისა და ამდენივე მარცის მქონე „მილუოკიმ“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი შეინარჩუნა. პორტლენდიდან ფაჩულიას გუნდი სამხრეთისკენ გადაინავლებს და 18 დეკემბერს, ჩვენი დროით ხვალ გამთენიისას, კალიფორნიაში „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდება.
gbf.ge