პორტუგალიელებმა თბილისი დატოვეს და ერევანში გაემგზავრნენ
პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა თბილისური შეკრება დაასრულა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კრიშტიანუ რონალდუმ და კომპანიამ დღეს უკანასკნელი ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გეზი ერევნისკენ აიღეს.
პორტუგალიელები სომხეთის დედაქალაქში თბილისის საერთაშორის აეროპორტიდან დაახლოებით ერთ საათში გაფრინდებიან. 13 ივნისს კი სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.