პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია (ვიდეო)
6 ივლისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს პორტუგალიისა და უელსის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანტუშის შეგირდები ევრო 2016-ის ფინალში ითამაშებენ.
შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა. ზუსტად სამ წუთში რონალდუს დარტყმულს მიმართულება ნანიმ შეუცვალა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
პორტუგალია: რუი პატრისიო, ბრუნო ალვეში, ხოსე ფონტე, სედრიკი, გერეირო, ნანი (კვარეჟმა 87′), სილვა, დანილო, ჟოაო მარიო, სანჩესი (გომესი 74′), რონალდუ.
უელსი: ჰენესი, კოლინსი (უილიამსი 66′), გუნტერი, ტეილორი, უილიამსი, ჩესტერი, ბეილი, კინგი, ლედლი (ვოუკსი 58′), რობსონ-კანუ (ჩურჩი 63′), ალენი.
გოლები: რონალდუ 50′, ნანი 53′
გაფრთხილებები: რონალდუ 72′ – ალენი 8′, ჩესტერი 62′