პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 11, 2016

სენ-დენის “სტად დე ფრანსზე” პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი პორტუგალიელებმა შექმნეს, თუმცა ლუიშ ნანის დარტყმული უგო ლორისის კარს ასცდა. შემდეგ უპირატესობას ფრანგები დაეუფლნენ. მომენტები ჰქონდათ ანტუან გრიზმანსა და მუსა სისოკოს, თუმცა ორივე შემთხვევაში პორტუგალიელთა კიპერმა რუი პატრისიუმ იყოჩაღა. პირველი ნახევრის მთავარი ეპიზოდი ტაიმის შუაწელს განვითარდა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ორთაბრძოლაში დაშავდა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პორტუგალიელთა ცრემლმორეული ლიდერი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მის ნაცვლად კი თამაშში რიკარდუ კუარეჟმა ჩაერთო. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.

მატჩის მეორე ტაიმში გუნდები კიდევ უფრო ფრთხილად მოქმედებდნენ, რამაც თამაშის ტემპი საგრძნობლად დააგდო, თუმცა გოლის გატანის შესაძლებლობა როგორც ფრანგებს, ასევე პორტუგალიელებს მიეცათ. ოლივიე ჟირუ ახლო მანძილიდან ურტყამდა, თუმცა რუი პატრისიუ მოწოდების სიმაღლეზე იყო. მოგვიანებით მომენტი პორტუგალიელებსაც შეექმნათ, როდესაც ნანის დარტყმული ლორისმა დიდი გაჭირვებით მოიგერია, ბურთი კუარეჟმას მიუვიდა და მანაც “მაკრატელა” დაარტყა, თუმცა ფრანგთა კიპერმა სიტუაციის განმუხტვა შეძლო. აღსანიშნავი იყო სისოკოს შორეული “გასროლაც”, მაგრამ რუი პატრისიუმ ბურთის მოგერიება ამჯერადაც შეძლო. ყველაზე რეალური შანსი კი კომპენსირებულ დროში ანდრე-პიერ ჟინიაკს მიეცა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში პეპე ჩამოიცილა და ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოო ჯამში, შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ მიილია და დაინიშნა დამატებითი ტაიმები.

პირველ დამატებით ტაიმში შესანიშნავი შანსი ჰქონდა ედერს, რომელიც კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ თავით ურტყამდა, მაგრამ უგო ლორისმა კარგი რეაქცია გამოავილა და ბურთი მოიგერია. მეორე დამატებითი ტაიმის სტარტზე ფრანგთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც რაფაელ გერეირუმ დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა. ერთი წუთის შემდეგ კი ანგარიშიც გაიხსნა, გაიტანეს პორტუგალიელებმა, კერძოდ კი შეცვლაზე შემოსულმა ედერმა, რომელმაც საჯარიმო მოედნის გარედან მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა და “სელესაო” დააწინაურა. ედერმა პორტუგალიის ნაკრების რიგებში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ფრანგებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოასწრეს. პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია, გუნდმა დიდი ტურნირი პირველად მოიგო.

Eder

ევრო-2016
ფინალი
პორტუგალია — საფრანგეთი 0:0 (0:0) (დ.დ. 1:0)

პორტუგალია: რუი პატრისიუ; სედრიკი, პეპე, ფონტე, გერეირუ; ვილიამ კარვალიუ, ადრიენი (ჟოაო მოუტინიუ 66′); ჟოაო მარიუ, რენატუ სანშეში (ედერი 79′); ნანი, რონალდუ (კუარეჟმა 25′).
მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

საფრანგეთი: ლორისი; სანია, კოსელნი, უმტიტი, ევრა; პოგბა, მატუიდი; სისოკო (მარსიალი 110′), გრიზმანი, პაიე (კომანი 58′), ჟირუ (ჟინიაკი 78′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

გოლი: ედერი 109′.
გაფრთხილებები: სედრიკი 34′, ჟოაო მარიუ 62′ გერეირუ 95′, ვილიამ კარვალიუ 98′, ფონტე 119′, რუი პატრისიუ 120+3′ — უმტიტი 80′, მატუიდი 97′, კოსელნი 107′, პოგბა 115′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“იუვემ” ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა

ესპანური “ასის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” ფინანსები იშოვა? გუნდს ახალი მეკარე, მცველები და მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო გუნდი “ლოკომოტივი” სეზონის დაწყების წინ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გამო ფინანსების გარეშე დარჩა და თითქმის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მილანის “ინტერი” პაულო დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრადან” ლიდერები მიდიან

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან სოლომონ კვირკველია წავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, რუმინულ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნიმ “დერბი ქაუნთის” თავკაცის პოსტი დატოვა

უეინ რუნიმ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. “ზაფხულში ყურადღებით ვაკვირდებოდი კლუბში განვითარებულ მოვლენებს. დღეს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” 3 ფეხბურთელით გაძლიერდა

თბილისის “დინამო” ევროტურნირების წინ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდს იჯარით გაშვებული გიორგი კუცია და დავით კობოური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰალკის ფანტასტიკური გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში (ვიდეო)

35 წლის თავდამსხმელი ჰალკი ბურთს ბრაზილიაში, “ატლეტიკო მინეიროში” აგორებს და კვლავ მაგარ ფორმაშია. ამჯერად, გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შკრინიარი და “პსჟ” შეთანხმდნენ

მილანის “ინტერის” მცველი მილან შკრინიარი “პარი სენ-ჟერმენთან” პირადი კონტრაქტის ყველა პირობას დათანხმდა. ამ ინფორმაციას იტალიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გელოდებით ნაპოლიში ხვიჩა” – იტალიელი ფანები კვარაცხელიას ელიან

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამის შესახებ “ნაპოლის” ფანებმაც მალევე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი წიტაიშვილი ულამაზეს შეყვარებულთან ერთად ესპანეთში ისვენებს (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შვებულებას ესპანეთში შეყვარებულთან ერთად ატარებს და სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილი “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს

blanquinegres გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მეკარე “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს....
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 20 ქულა და მცირე წინსვლა ერგო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ერთა ლიგის ჯგუფში 10 ქულით პირველ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმინეთში კვირკველიაზე უარს ამბობენ?

ბოლო დროს რუმინეთში მთავარი განსახილველი სატრანსფერო ამბავი სოლომონ კვირკველიას “სტიაუაში” გადასვლაა. აქტიურად იწერება, რომ მხარეები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტისა და გეგუჩაძის საერთო შეთანხმება

იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიური “ნაპოლი” ლუჩანო სპალეტის ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დაუკავშირდა და მოსთხოვა, ხვიჩა კვ...
წაკითხვა