“პორტუმ” მეოთხედფინალის საგზური დამატებით ტაიმში გატანილი პენალტით მოიპოვა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პორტუსა” და რომას” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა. აღნიშნულ წყვილში უძლიერესის ვინაობის გასარკვევად ექსტრა ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო. “დრაგაუზე” ჩატარებული შეხვედრის ძირითადი დრო პორტუგალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი 15-წუთიანი ტაიმები დაინიშნა. “პორტუმ” მომდევნო ეტაპის საგზური მეორე ექსტრა ტაიმში გატანილი პენალტის წყალობით მოიპოვა.
მატჩის პირველ ნახევარში მაყურებელმა სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. “პორტუმ” თამაში კარგად დაიწყო და ბევრს უტევდა, 26-ე წუთზე კი ფრანსისკო სოარესის გოლით დაწინაურდა კიდეც, თუმცა ტაიმის მიწურულს “დრაკონებმა” თამაშს მოუკლეს, რისთვისაც დაისაჯნენ. მილიტაომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე პეროტის წინააღმდეგ იუხეშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც დანიელე დე როსიმ ზუსტად შეასრულა – 1:1. ვეტერანი ფეხბურთელი მალევე ტრავმის გამო გამოცვალეს. მასპინძლებმა მეორე ნახევრის დებიუტშივე გაიტანეს კიდევ ერთი ბურთი. გოლი მარეგას ანგარიშზეა. ორმატჩიან დაპირისპირებაში წონასწორობა აღდგა და ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ ექსტრა ტაიმები დაინიშნა. მერე დამატებითი ტაიმის მიწურულს ფლორენციმ საკუთარ საჯარიმო მოედანზე მეტოქე მაისურით დაქაჩა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ზუსტად შეასრულა ალექს ტელესმა და პორტუგალიელებმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“პორტუ” — “რომა” 3:1 (1:1) (ორი მატჩის ჯამში 4:3)
გოლები: ფრანსისკო სოარესი 26′, მარეგა 52′, ალექს ტელესი 117′ (პენ) — დე როსი 37′ (პენ).