პოულსენი: “თუ რუსეთის დამარცხება არ შეგიძლია, მომდევნო ეტაპზე ყოფნას არ იმსახურებ”
დანიის ნაკრების თავდამსხმელმა იუსუფ პოულსენმა რუსეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, B ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. პირველ ადგილს ბელგია 6 ქულით იკავებს, 3-3 ქულა აქვთ რუსეთსა და ფინეთს, ხოლო დანია, 0 ქულით, ბოლო პოზიციაზეა.
“დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბელგიის წინააღმდეგ, ორშაბათს გამარჯვებას მოვიპოვებთ. თუ ისეთი გუნდის დამარცხება არ შეგიძლია, როგორიც რუსეთის ნაკრებია, მაშინ მომდევნო ეტაპზე გასვლასაც არ იმსახურებ. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ოცნებები ავიხდინოთ. მინდორზე უნდა გავიდეთ და საქმე გავაკეთოთ. თუ დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად ვიმოქმედებთ, რუსეთთან შეხვედრაში უფრო მეტ გოლს გავიტანთ, ვიდრე წინა ორ მატჩში ერთად”, – უთხრა პოულსენმა tv2.dk-ს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი-ბელგიის დაპირისპირება 21 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.