პრანდელიმ ნაკრების მოთამაშეებს ბრაზილიაში ცოლებთან ან მეგობარ გოგონებთან ერთად ჩასვლის უფლება მისცა
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ გუნდის მოთამაშეებს ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ცოლებთან და მეგობარ გოგონებთან ერთად ჩასვლის უფლება მისცა.
„მოთამაშეებს ბრაზილიაში ცოლებთან ან მეგობარ გოგონებთან ერთად ჩასვლის უფლება მივეცი. ისინი ჩვენთან ერთად დაბინავდებიან და მოთამაშეებთან მუდმივი კონტაქტი ექნებათ“, – განაცხადა „სკუადრა-აძურას“ თავკაცმა.
ცნობისთვის, იტალიის ნაკრები ბრაზილიაში 5 ივნისს გაფრინდება, გუნდი კი რიო-დე-ჟანეიროს შტატის ერთ-ერთ ქალაქში დაბინავდება.
ალექსანდრე მატევოსოვი