პრემიერ ლიგა – 2013-2014

თარიღი: მაისი 13, 2014

პრემიერ ლიგის 2013-2014 წლების სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში.

“ლივერპული” 24 წელი ელოდა პრემიერ ლიგის მოგებას, თუმცა ჯერარდის ფეხის დაცდენამ მათ ეს ტიტული წაართვა.

ასეა თუ ისე, ჩემპიონი 2014 წელს “მანჩესტერ სიტი” გახდა, მანუელ პელეგრინის გუნდი “ჩელსის” გაუტოლდა 4 თასით.

 

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – უდავოდ: ლუის სუარესი

ლუის სუარესი წელს ინგლისის საუკეთესო და პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ის უკონკურენტო იყო 2013-2014 წლების სეზონში, ბრიტანეთში. როგორც იცით, ურუგვაელ ფორვარდს სეზონის სტარტი გამოტოვებული ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ბომბარდირი გახდა და 30 გოლზე მეტის გატანაც შეძლო დარჩენილ მატჩებში. ცნობისთვის, სტივენ ჯერარდს, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმები დაეთმო სუარესისთვის, ის 40 გოლზე მეტს გაიტანდა, რაც წარმოუდგენელი შედეგი იქნებოდა პრემიერ ლიგისთვის. იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს და წლის საუკეთესო ფეხბურთელი ედინ ჯეკო ან ია ია ტურე უნდა გამხდარიყო, თუმცა ლუისმა ორივე უკან მოიტოვა.

330060_heroa

სეზონის მწვრთნელი – ტონი პიულისი

მიმდინარე სეზონში ბევრი მთავარი მწვრთნელი შესაძლებელი იყო, რომ საუკეთესო გამხდარიყო. მაგალითად, ბრენდან როჯერსი, რომელმაც მე-7 ადგილოსანი “ლივერპული” ლამის ჩემპიონი გახადა. ასევე, პელეგრინი, რომელმაც მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. ასევე, “საუთჰემპტონისა” და “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელები, თუმცა goal.com-მა მიიჩნია, რომ სეზონის მწვრთნელი ტონი პიულისი, რომელმაც სასწაული მოახდინა და “კრისტალ  პალასს” ადგილი შეანარჩუნებინა ინგლისის უმაღლეს ლიგაში. როგორც იცით, “პალასი” მთელი სეზონის განმავლობაში ბოლო ადგილზე იყო, თუმცა უკანასკნელ ტურებში მათ არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი მოიგეს და პრემიერ ლიგის მე-11 ადგილზე გადაინაცვლეს.

54992

 

წლის საუკეთესო გოლი – პაიტიმ კასამი

goal.com-მა სეზონის საუკეთესო გოლად პაიტიმ კასამის მიერ გატანილი ბურთი მიიჩნია. ახალგაზრდა “ფულჰემის” მოთამაშემ, საჯარიმოს ხაზიდან “კრისტალ პალასს” გაუტანა და ის შეხვედრა მისმა გუნდმა 4:1 მოიგო. გოლი ვან ბასტენის სტილში გავიდა.

 

 

სეზონის მატჩი – “ლივერპული” 3:2 “მანჩესტერ სიტი”

“ლივერპული” “მანჩესტერ სიტი” მართლაც, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი იყო. ბევრი ამ შეხვედრას პრემიერ ლიგის ფინალად მიიჩნევდა, რადგან “სიტი” მოგების შემთხვევაში, თითქმის ინაღდებდა ტიტულს. ასევე, იყო “ლივერპულიც”(იმდროისთვის). მატჩი დაძაბული გამოდგა, ანგარიში “მერსისაიდელებმა” გახსნეს და მალევე ორამდე გაზარდეს ის. მიუხედავად ამისა “მანჩესტერ სიტიმ” მოახერხა 2 გოლის გატანა, თუმცა საბოლოოდ ფილიპე კოუტინიომ დასვა წერტილი 3:2.

 

სეზონის ჩაფლავება – დევიდ მოიესი და “მანჩესტერ იუნაიტედი”

2013-2014 წლების პრემიერ ლიგის სეზონში ყველაზე დიდი ფიასკო “მანჩესტერ იუნაიტედმა” და დევიდ მოიესმა განიცადა. გუნდი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონი გახადა ერთი სეზონით ადრე, დევიდ მოიესმა ოთხეულშიც ვერ შეიყვანა. ის ევროპა ლიგაზეც ვერ გავიდა და მე-7 ადგილს დასჯერდა. საბოლოოდ შოტლანდიელი მწვრთნელი გაათავისუფლეს, თუმცა მან “იუნაიტედი” შეარცხვინა.

.394032_heroa

 

სეზონის ყველაზე უარესი ფეხბურთელი – მარონ ფელაინი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მარონ ფელაინის სანაცვლოდ 27.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა “ევერტონს”, თუმცა მან ვერ გაამართლა. goal.com-ი თვლის, რომ ეს ტრანსფერი კატასტროფა იყო, რადგან ბელგიელმა ფეხბურთელმა აფსოლიტურად ვერაფერი ვერ გააკეთა ახალ გუნდში.

 

სეზონის მომენტი – ჯერარდის ფეხის დაცდენა

2013-2014 წლების საუკეთესო მომენტი უდავოა, რომ სტივენ ჯერარდის ფეხის დაცდენა იყო. ფეხის დაცდენა, რომელმაც “ლივერპულს” ჩემპიონობა დააკარგინა. როგორც იცით, “ჩელსისთან” მატჩის, პირველ ნახევარში, სტივენ ჯერარდს ფეხი დაუცდა, რის შემდეგაც ბურთით მოურინიოს ფეხბურთელები დარჩნენ და გოლი გაიტანეს. ამის შემდეგ ჟოზემ თავის ხერხს მიმართა და მოედანზე “ავტობუსი დააყენა”, რის შემდეგაც გოლის გატანა შეუძლებელი გახდა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ 20 მილიონს დაამატებენ – “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდის?

პრაქტიკულად შეგუებულები ვიყავით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს “ნაპოლის” არ დატოვებდა და ზოგადად, მხოლოდ რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” წლის ტრანსფერი განახორციელა!

მადრიდის “რეალმა” საბოლოოდ იპოვა კარიმ ბენზემას შემცვლელი და ეს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისური პრესის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” ვარსკვლავი “ბარსელონაში” გადადის

“ლივერპულის” 31 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო, დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონაში” გადავა. ფირმინო სეზონის...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა

გერმანული მედიის ინფორმაციით, “სიტი” (3-0) “ბაიერნის” დაპირისპირების შემდეგ გასახდელში სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისური მედია ჩელსიზე: “ვერსად ნახავთ იმას, რაც გუნდის გასახდელში ხდებოდა”

ინგლისური მედია პოტერის გათავისუფლების შემდეგ “ჩელსიში” არსებულ საინტერესო სიტუაციაზე წერს. “ჩელსიმ” სატრანსფერო ფანჯრის დროს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის რეაქცია, როცა უთხრეს, რომ თამაში უწევდა (ვიდეო)

“რეალმა” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა. 65-ე წუთზე ანჩელოტიმ აზარი შემოიყვანა. ასეთი იყო ბელგიელის რეაქცია, როცა მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვიკინგები” სიგუას: “შენ ჩვენი მომავალი ხარ! გვაპატიე”

ქობულეთის “შუქურა” თბილისის “დინამოსთან” 95-ე წუთზე გაშვებული გოლით 1-2 დამარცხდა. “შუქურას” ფანებმა, “ვიკინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ ბიჭს ვერაფერი შეაჩერებს! 24 სანტიმეტრით მაღალი ვეგჰორსტიც არ შეიმჩნია (ვიდეო)

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 2-2 დასრულა. ერთ-ერთ მომენტში 1.73მ-ის გავიმ 1.97მ-ის ვეგჰორსტს თავზე დუელიც მოუგო. [...
წაკითხვა