პრემიერ ლიგა: 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)
დასრულდა პრემიერ ლიგის 24-ე ტური. მოიგო ლიდერმა “ჩელსიმ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “არსენალი” დაამარცხა. გამარჯვება მოიპოვა ორივე მანჩესტერულმა გრანდმა. “სიტიმ” ორი ბურთი გაიატანა და ორივე მათგანი ბრაზილიელი ახალგაზრდა ახალწვეულის, გაბრიელ ჟესუსის ანგარიშზეა. ისევ ვერ იგებენ კლოპის ბიჭები. “ლივერპულმა” სტუმრად “ჰალთან” უშანსოდ წააგო. შარშანდელი ჩემპიონი – “ლესტერი” წარუმატებელ სერიას განაგრძობს.
Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.
მანონე, ალონსო, რანოკია, მაგუაირი, მხითარიანი, ბარკლი, სიგურდსონი, ჟესუსი, ლუკაკუ, კინგი.