“პრემიერ ლიგა ხამესისთვის დიდებული ადგილი იქნება” – კორდობა
მილანის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი, ივან კორდობა, თავის თანამემამულე ხამეს როდრიგესს კარიერის ბრიტანეთში გაგრძელებას ურჩევს. პრესაში აქტიურად იწერება, რომ 28 წლის ხამესი ზინედინ ზიდანის სამომავლო გეგმებში არ შედის და კლუბი უნდა დატოვოს.
“ჩვენთვის, კოლუმბიელებისთვის, ხამეს როდრიგესი საუკეთესო ფეხბურთელია. ყველაფერი ხამესზეა დამოკიდებული. მას ყველა საჭირო თვისება და უნარჩვევა გააჩნია წარმატებების მისაღწევად.
მსურს, რომ ხამესმა ინგლისში გააგრძელოს კარიერა, რადგანაც იქ ძალიან ბევრი შანსი მიეცემა. ის უკვე იმყოფება ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, თუმცა მჯერა, რომ პრემიერ ლიგა ხამესისთვის დიდებული ადგილი იქნება.
ის, ვინც მის შეძენას გადაწყვეტს, ბრწყინვალე არჩევანს გააკეთებს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას მაშინვე მივიყვანდი “ინტერში”. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ის “სან-სიროზეც” ითამაშებს,” – აცხადებს კორდობა.