პრემიერ ლიგა: პირველი ტურის პრევიუ

თარიღი: აგვისტო 12, 2016

როგორც იქნა! სულ მალე პრემიერ ლიგის გიჟური სეზონი აიღებს სტარტს. კარგა ხანია, რაც ერთ ჩემპიონატში ამდენ ტოპ-დონის სპეციალისტსა და ფეხბურთელს არ მოუყრია თავი.

ჟოზე მოურინიო, იურგენ კლოპი, არსენ ვენგერი, პეპ გვარდიოლა, ანტონიო კონტე, მაურისიო პოჩეტინო, უოლტერ მაცარი და რონალდ კუმანი – განსაკუთრებულ სეზონს გვპირდებიან ეს მწვრთნელები ისეთ ფეხბურთელებზე დაყრდნობით, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰარი კეინი, სერხიო აგუერო, რომელუ ლუკაკუ, კევინ დე ბრუინი, ლეროი სანე, მესუტ იოზილი, ალექსის სანჩესი და ა.შ.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ჩემპიონატის პირველი ტურის ანონსი შემოგთავაზოთ…


8

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების გიჟურ სეზონს, მოქმედი ჩემპიონისა და ახლადგადმოსული “ჰალ სიტის” დაპირისპირება გახსნის. “მელიების” მთავარი მიზანი ამ მატჩში 3 ქულის მოპოვება იქნება, “ვეფხვები” კი ეცდებიან, ფრეს მაინც გამოკრან ხელი.

“ჰალ სიტის” რიგები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მუჰამედ დიამემ, სონე ალუკომ და რაიან ტეილორმა დატოვეს. სანაცვლოდ, 112 წლის კლუბმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, უილ მანიონი დაიმატა.

ზღაპრული სეზონის შემდეგ, “ლესტერის” რიგები მათი წარმატების ერთ-ერთმა შემოქმედმა, ნ’გოლო კანტემ დატოვა, რომელიც კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს. ამასთანავე, “მელიებს” ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა უწევთ, რათა კლუბის კიდევ ერთი ლიდერი, რიად მაჰრეზი არ წავიდეს გუნდიდან. რაც შეეხება მათ მონაგარს, ინგლისის ჩემპიონებმა აჰმედ მუსა და ბარტოშ კაპუსტკა დაიმატეს.

  • “ლესტერ სიტი” “ჰალთან” ჩატარებულ ბოლო 5 პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში დაუმარცხებელია (მ3 ფ2)
  • “ჰალ სიტი” ბოლო სამი მატჩია (პრემიერ ლიგაში), გოლის გატანას ვერ ახერხებს “ლესტერის” კარში.
  • ჯეიმი ვარდის პრემიერ ლიგაში 22 განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები და მხოლოდ 3 მათგანის კარის არ აქვს აღებული. “ჰალ სიტი” ამ სამთაგან ერთერთია (+ “მანჩესტერ სიტი” და “სუონსი”).

    Untitled-1

    მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, “ბარნლი” პირველი ტურის მატჩში უელსურ “სუონსის” დაუპირისპირდება. მატჩი “ბარნლის” საშინაო არენაზე, “ტერფ მურზე” გაიმართება, რომელიც 21, 000 გულშემატკივარს იტევს.

    დიდი ალბათობით, სწორედ ამ მატჩში შედგება ახლადგადმოსულთა ახალწვეულის, გუდმუნდსონის დებიუტი, რომელმაც თავი ევროპის ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობით დაგვამახსოვრა.

    რაც შეეხება უელსურ გუნდს, შეიძლება ითქვას, რომ “გედები” საკმაოდ დაუძლურდნენ – გუნდიდან წავიდნენ: ეშლი უილიამსი, ალბერტო პალოში, ედერი, გომისი, ალფეი და ანდრე აიუ. საპასუხოდ, ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდმა ამ დროისთვის მხოლოდ 3 ფეხბურთელის დამატება მოახერხა, რომელთაგანაც გამოსარჩევია ფერნანდო ლორენტე.

  • “ბარნლიმ” ბოლო 18 გახსნითი მატჩიდან, 17-ში მოახერხა გოლის გატანა
  • პრემიერ ლიგაში გამართული ბოლო 5 მატჩიდან, “გედებმა” 4-ჯერ დაამარცხეს “ბარნლი” (მ4 ფ0 წ1)
  • “ბარნლიმ” პრემიერ ლიგის 2014/15 წლების სეზონში პირველი გამარჯვება 8 ნოემბერს მოიპოვა (მე-11 მატჩში)

    8

    ბრიტანულ ჩემპიონატში ახლადგადმობარგებული “მიდლსბროს” პირველი მეტოქე უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბი, “სტოკ სიტი” იქნება. სპეციალისტები საკმაოდ დაძაბულ და მწირგოლიან მატჩს ელიან.

    ზაფხულში, აიტორ კარანკას გუნდი რამოდენიმე ვარსკვლავით გაძლიერდა (მათ შორის დაუძლურებული ვარსკვლავებითაც). საუბარია ვიქტორ ვალდესზე, გუზანზე, ალვარო ნეგრედოსა და ბერნარდო ესპინოსაზე.

    “სტოკი” კი ჯო ალენით გაძლიერდა, რომელმაც ევრო-2016-ზე შესანიშნავი ასპარეზობით ყველას დაამახსოვრა თავი. თუმცა, მისი, შაქირისა და არნაუტოვიჩის “მიდლსბროსთან” თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

  • “სტოკ სიტისთან” გამართული ბოლო 15 მატჩიდან, “მიდლსბრომ” მხოლოდ 4 მოიგო (მ4 ფ3 წ8)
  • ალვარო ნეგრედომ პრემიერ ლიგის პირველ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, თუმცა დარჩენილ 15 მატჩში, მან მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი
  • იმ გუნდებიდან, რომლებიც 2016/17 წლებსი პრემიერ ლიგის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, “სტოკს” ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული 2016 წელს (36)

    Untitled-1

    არასახარბიელო 2015/16 წლების სეზონის შემდეგ, “კამფეტები” ახალ სეზონს ახალი იმედებით ხვდებიან. რონალდ კუმანის “ევერტონის” პირველი მეტოქე საკმაოდ ძლიერი “ტოტენჰემი” იქნება, რომლის მიზანიც ჩემპიონობა გახლავთ.

    როგორც იცით, ზაფხულში “ევერტონის” თავკაცის პოსტი რობერტო მარტინესს დაატოვებინეს და მის ნაცვლად რონალდ კუმანი მოიყვანეს, რომელიც ახალგაზრდებთან მუშაობის უდიდესი ნიჭით არის ცნობილი

    რაც შეეხება “ტოტენჰემს”, მაურისიო პოჩეტინომ ვიქტორ ვანიამა და ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ვინსენტ იანსენი დაიმატა. იმის ფონზე, რომ “მამლებმა” მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შენარჩუნება მოახერხეს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მათი მუშაობა დადებითად შეიძლება შეფასდეს.

  • პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული ბოლო 7 ურთიერთშეხვედრიდან, “ევეროტნმა” ვერცერთხელ ვერ მოახერხა “მამლების” დამარცხება (ფ4 წ3)
  • რონალდ კუმანმა ბოლო 4 მცდელობიდან, მხოლოდ ერთხელ მოახერხა “ტოტენჰემის” დამარცხება (მ1 ფ1 წ2) – ეს მაისში მოხდა (“სპურსი” 1-2 “საუთჰემპტონი”)
  • ჰარი კეინის მიზანი აღნიშნულ მატჩში რიგით 50-ე გოლის გატანა იქნება პრემიერ ლიგაში – თუ ის “ევერტონის” კარს აიღებს, გახდება მე-9 ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნულ ნიშნულ 87 მატჩში (ან ნაკლებში) მიაღწია.

    8

    2016 წელი ალან პარდიუს “კრისტალ პალასისთვის” ნამდვილად საშინლად დაიწყო და ასევე გაგრძელდა. თუმცა, “არწივებს” იმედი აქვთ, რომ ყველაფერი ცუდი გასულ სეზონს გაყვება და ახალი სეზონის პირველ მატჩში “ვესტ ბრომის” დამარცხებას შეძლებენ.

    “კრისტალ პალასის” რიგები საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა: გეილი, ქეთინგსი, მაკარტი, შამახი, ადებაიორი და ა.შ. სანაცვლოდ “არწივებმა” ანდროს ტაუსენდი, ჯეიმს ტომკინსონი და სტივ მანდანდა დაიმატეს.

    ტონი პულისის გუნდის შემადგენლობა კი თითქმის არც შეცვლილა. “ალბიონი” მხოლოდ მეტ ფილიპსის დამატებით დაკმაყოფილდა.

  • “კრისტალ პალასმა” მხოლოდ სამი გამარჯვების მოპოვება მოახერხა “ვესტ ბრომვიჩთან” გამართულ 13 საშინაო მატჩში (პრემიერ ლიგა) – მ3 ფ6 წ4
  • “არწივებმა” პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ბოლო 19 მატჩიდან 12 წააგეს
  • ტონი პულისის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 56 მატჩში, “ვესტ ბრომმა” მხოლოდ 53 გოლის გატანა მოახერხა

    8

    ახალი სეზონის გახსნით მატჩში “წმინდანების” მეტოქე “უოტფორდი” იქნება, რომელიც მილანის “ინტერის” ყოფილმა თავკაცმა, ვოლტერ მაცარიმ ჩაიბარა. “საუთჰემპტონის” მოვლა-პატრონობას კი კლაუდ პულმა მოკიდა ხელი.

    უოლტერ მაცარის გუნდი ზაფხულში ისააკ საქსესით, კრისტიან კაბასელეთი, ბრაის ჯა ჯეჯეთი, ჟერომ სინქლეარითა და კამილო სუნიგათი გაძლიერდა. მომავალ სეზონში ისინი ევროპა ლიგაზე გასვლისთვისაც აპირებენ ბრძოლას.

    “წმინდანებმა” კი ჰოიბიერგის დამატება მოახერხეს “ბაიერნიდან”. გარდა ამისა, გუნდს შეუერთდნენ ნათან რედმონდი, ჟერემი პიდი და ალექს მაკკარტი.

  • “უოტფორდმა” ბოლო 5 მცდელობიდან (პრემიერ ლიგაში) “საუთჰემპტონის” დამარცხება ვერცერთხელ ვერ მოახერხა
  • ბოლო ოთხი მატჩია, რაც “უოტფორდი” “საუთჰემპტონის” კარის აღებას ვერ ახერხებს
  • მხოლოდ “ლესტერ სიტიმ” მოახერხა უფრო მეტი ქულის მოპოვება 2016-ში (42), ვიდრე “საუთჰემპტონმა” (39)

    8

    13 აგვისტოს, “ეტიჰად სტადიუმზე” საჩემპიონო მიზნების მქონე “მანჩესტერ სიტი” “სანდერლენდს” დაუპირისპირდება, რომელიც ახლახან ჩაიბარა დევიდ მოიესმა. ბუნებრივია, “ქალაქელებს” ამ მატჩში მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებს.

    რაც შეეხება გუნდებში მომხდარ ცვლილებებს – “სიტი” მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა. გუნდში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ილკაი გიუნდოგანი, ჯონ სტოუნზი, ლეროი სანე, ნოლიტო და ა.შ. – ასე რომ კლუბი აშკარად გაძლიერდა.

    იგივეს ვერ ვიტყვით “შავ კატებზე”, რომელთა რიგებიც ემანუელე ჯაკერინიმ, სტივენ ფლეტჩერმა, ოლა ტოივონენმა, დეანდრე იედლინმა და სხვა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. მსგავსად “სიტისა”, მწვრთნელი გამოიცვალა “სანდერლენდმაც” – ინგლისურ კლუბს “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ევერტონისა” და “რეალ სოსიედადის” ყოფილი თავკაცი ჩაუდგა სათავეში.

  • “სანდერლენდთან” გამართული ბოლო 4 პრემიერ ლიგური დაპირისპირებიდან, “სიტიმ” ოთხივე მოიგო
  • “სანდერლენდს” “მანჩესტერ სიტი” გასვლაზე არასდროს დაუმარცხებია (მ0 ფ2 წ10)
  • “სანდერლენდთან” გამართულ ბოლო 3 მატჩში (პრემიერ ლიგაში), აგუეროს სამი გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული

    8

    ჟოზე მოურინიო პრემიერ ლიგას “ბორნმუთთან” გასამართი მატჩით დაუბრუნდება. პორტუგალიელი სპეციალისტის მიზანი რა თქმა უნდა, უხერხული მეტოქის დამარცხება და მანჩესტერში 3 ქულის წამოღებაა, თუმცა “ალუბლები” “ეშმაკებს” ბრძოლის გარეშე არ დანებდებიან.

    ჩვენი თქმა არ სჭირდება იმას, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა “მან. იუნაიტედისთვის” მართლაც რომ გიჟური იყო. მოურინიომ გუნდში უმაღლესი დონის ვარსკვლავები მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგის გარეშე იყო. საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ პოლ პოგბამ, ჰენრიკ მხითარიანმა და ზლატან იბრაჰიმოვიცმა მატჩი სასტარტოდან დაიწყონ.

    “ბორნმუთის” სატრანსფერო პოლიტიკა კი შედარებით მოკრძალებული იყო. გუნდიდან წასულ ფეხბურთელთაგან მეტ რიჩის გამორჩევა შეიძლება, ხოლო ახალწვეულთაგან – ჯორდან აიბის.

  • “ბორნმუთი” “მანჩესტერ იუნაიტედთან” ბოლო 4 საშინაო მატჩის მანზილზე დაუმარცხებელია (მ2 ფ2 წ0)
  • სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გასული სეზონის ბოლო მატჩში (3-1 მოიგო “მანიუმ”) – მას შემდეგ 88 დღე გავიდა
  • რუნის უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი გახსნით მატჩებში, ვიდრე ყველა სხვა ფეხბურთელს, რომელიც ახლა პრემიერ ლიგაში ასპარეზობს (6)

    8

    პრემიერ ლიგის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეიტს სტადიუმზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი დაუპირისპირდება. გამომდინარე აქიდან, მოედანზე ორივე გუნდი მოსაგებად გავა.

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ორი გუნდის მუშაობა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან – იურგენ კლოპმა “ენფილდზე” სრული გადატრიალება მოაწყო, მაშინ, როდესაც ვენგერი ჩვეულებრისამებრ, ჩუმად, მშვიდად მოქმედებდა. “ლივერპულმა” სადიო მანე, მატიპი, კარიუსი, ვეინალდუმი, კლავანი, მანიგერი და გრუიჩი დაიმატა, “არსენალმა” კი – ჯაკა, ჰოლდინგი და ტაკუმა ასანო.

    “არსენალს” შესაძლოა, გუნდის სამი ლიდერი ვერ დაეხმაროს აღნიშნულ მატჩში. საუბარია პერ მერტესაკერზე, მესუტ იოზილსა და ოლივიე ჟირუზე. “ლივერპულელთა” მხრიდან კი გრუიჩის, სტარიჯისა და მილნერის თამაშია საეჭვო.

  • ბოლო 9 პრემიერ ლიგური დაპირისპირებიდან, “ლივერპულმა” მხოლოდ ერთხელ დაამარცხა “არსენალი” (მ1 ფ4 წ4)
  • “ლივერპულმა” “ემირეიტსზე” გამართული ბოლო 20 მატჩიდან, მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება მოახერხა (მ1 ფ8 წ11)
  • სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაშია დაფიქსირებული ყველაზე მეტი ჰეთ-ტრიკი (პრემიერ ლიგაში) – 5

    8

    მტკივნეული სეზონის შემდეგ (2015/16), “არისტოკრატები” გვარწმუნებენ, რომ “ჩელსი” კვლავ პრემიერ ლიგის სათავეში მოექცევა. აღზევების პირველი ნაბიჯი კი საკმაოდ უხერხული მეტოქის, “ვესტ ჰემის” დამარცხება უნდა იყოს.

    რომან აბრამოვიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის, “სტემფორდ ბრიჯი” გუნდის არცერთ ლიდერს არ დაუტოვებია. კლუბი კი ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერდა, როგორებიც არიან: ნ’გოლო კანტე, მიში ბატშუაი და ხუან კვადრადო.

    რაც შეეხება “ვესტ ჰემს”, სლავენ ბილიჩი ცდილობს, კლუბის ისტორიაში ახალი თავი დაწეროს. “ოლიმპიურ სტადიონზე” გადაბარგებას “ვერ მოესწრო” ტომკინსონი, რომელმაც 243 მატჩი ჩაატარა “ჩაქუჩების” მაისურით. სამაგიეროდ, გუნდმა დაიმატა ანდრე აიუ და სოფიანე ფეგული.

  • “ჩელსის” “ვესტ ჰემთან”, “სტემფორდ ბრიჯზე” ჩატარებული ბოლო 10 პრემიერ ლიგური მატჩიდან არცერთი არ წაუგია (მ7 ფ3)
  • “სტემფორდ ბრიჯზე” ჩატარებული 13 გახსნნითი (სეზონის) მატჩიდან, “ჩელსის” არცერთი არ წაუგია
  • დიმიტრი პაიეტმა პრემიერ ლიგის ბოლო 12 მატჩში საერთო ჯამში 11 გოლის შექმნა მოახერხა (3 გოლი, 8 ასისტი)
  • მსგავსი სიახლეები
    ფეხბურთი

    დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო

    “ბარსელონამ” თვალი სოიონჩუს დაადგა “ლესტერ სიტის” თურქი მცველი, ჩაღლარ სოიონჯუ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “ბარსელონას&...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    UEFA: ევროტურნირები მაყურებლის გარეშე და გადადებული 19-წლამდე ელიტ-რაუნდი

    6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ეროვნული ლიგა – “ტორპედო” “თელავს” დაუზავდა

    ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” გულშემატკივრის წინ დიდი ხნის შემდეგ ითამაშა და […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    “სევილიამ” “რომას” გაკვეთილი ჩაუტარა, ჯერარდი “ლევერკუზენთან

    6 აგვისტოს, თბილისის დროით 20:55 საათზე ევროპა ლიგის ორმა მერვედფინალური ეტაპის შეხვედრამ აიღო სტარტი. “ბაიერ […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ანელკა “რეალში” გატარებულ პერიოდზე: “კოშმარი იყო”

    საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ნიკოლას ანელკამ, აღიარა, რომ “რეალში” გატარებული პერიოდი უარყოფითად ახსენდება და [&he...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    სიომინი ფარფანს: “მათ ხვიჩა ვერ შეირგეს, გული არ დაგწყდეს”

    მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გუნდიდან ჯეფერსონ ფარფანის წასვლას გამოეხმაურა. ფარფანს სიომინის ფორმაციაში მნიშვნელოვანი ...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ბართომეუს თქმით, მესი კარიერას სამ-ოთხ წელიწადში დაასრულებს

    კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ, დარწმუნებულია, რომ ლეო მესი კარიერას “კამპ ნოუზე” დაასრულებს. შეგახსენებთ,...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    რა თანხას მიიღებს ევროპა ლიგის გამარჯვებული?

    5 აგვისტოს ევროპა ლიგის 2019/20 წლების გათამაშება განახლდა და ცნობილი გახდე იმ ოთხი კლუბის ვინაობა, […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    კაზემირო: “ზიდანთან საუბრისას დღესაც კი ვნერვიულობ”

    მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი კაზემირო, რომელიც ზიდანის სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ, ფრანგ სპეციალისტთან მუშაობის თავი...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 აგვისტო

    ანანიძე რუსეთს უბრუნდება 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს. რუსული […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    “ტორპედოს” პატრიოტული პერფორმანსი

    ქუთაისის “ტორპედო” ხვალ, 6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “თელავს” უმასპინძლებს. კლუბისოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ც...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ტყიბულის “მეშახტემ” იაპონელი ნახევარმცველი დაიმატა, რომელიც საქართველოზე ტვიტე

    ტყიბულის “მეშახტემ”, რომელიც საქართველოში რანგით მე-3 ლიგაში თამაშობს, იაპონელი  ტაიგა ვატაბე დაიმატა. 28 წლის ვატაბე […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    დავით ხოჭოლავა “ვოლფსბურგთან” გააძევეს (ვიდეო)

    დონეცკის “შახტარი” ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ვოფლსბურგს” მასპინძლობს და თამაში დასასრულს უახლოვდება...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    ჯანო ანანიძე ახალ გუნდში გადავიდა – თვეში 1 მილიონი რუბლი

    27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს. რუსული პრესის ინფორმაციით, ჯანომ […]...
    წაკითხვა
    ფეხბურთი

    “ბაიერნმა” ბოატენგის გაყიდვა გადაწყვიტა, მსურველი არ ჩანს

    მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა ჟერომ ბოატენგის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Bild ადასტურებს. რა...
    წაკითხვა