პრემიერ ლიგა. პირველი ტურის სენსაცია “ემირეითსზე”, საბრძოლო ფრე ნიუკასლში
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის პირველი ტურის ორი მატჩი.
პირველი ლონდონში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები, “არსენალი” და “ვესტ ჰემი” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები პირველ ტაიმში საკმაოდ აქტიურად უტევდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს, პიტერ ჩეხის უპატიებელი შეცდომის ხარჯზე “ვესტ ჰემის” მცველმა, კოუიატემ ანგარიში გახსნა. არსენ ვენგერის შეგირდებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, თუმცა მეორე ნახევრის მე-12 წუთზე, სლავენ ბილიჩის არგენტინელმა შემტევმა, მაურო სარატემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საკუთარი “წვლილი” ამ გოლის გასვლაში კვლავ პიტერ ჩეხმა დაიდო. ესეც ასე, პრემიერ ლიგის პირველი ტურის სენსაცია პუბლიკამ “ემირეითსზე”, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” შესრულებით იხილა.
“არსენალი” 0-2 “ვესტ ჰემი”
გოლი: კოუიატე ’43, სარატე ’57
“არსენალი”: ჩეხი, მერტეზაკერი, კოშიელნი, დებუში(სანჩესი ’67), მონრეალი, კოკელენი(უოლკოტი ’58), კასორლა, რემსი, ჩემბერლენი, იოზილი, ჟირუ
“ვესტ ჰემი”: ადრიანი, რიდი, კრესველი, ტომკინსი, კუიატე, სარატე(ხარვისი ’63), სახო(მაიგა ’90), ნობლი, ოგბონა, პაიე, ოქსფორდი(ნოლანი ’79)
გაფრთხილება: მონრეალი – ნობლი, ოგბონა, ტომკინსი.
კვირის მეორე მატჩი, ნიუკასლში, “სენტ-ჯეიმს პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ნიუკასლმა” “საუთჰემპტონს” უმასპინძლა. მთელი მატჩის მიმდინარეობისას სტივენ მაკლარენის შეგირდები ბურთს ფლობდნენ, თუმცა რონალდ კუმანის ბიჭები ბურთის ხელში ჩაგდებისას უფრო მეტ მომენტს ქმნიდნენ და ტიმ კრულს აწუხებდნენ. საბოლოოდ, ორივე გუნდი ორ-ორი გოლით გამოირჩა და მატჩი საბრძოლო ფრის ფონზე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩში გოლი გაიტანა “კაჭკაჭთა” დებიუტანმა, ჯორჯო ვინალდუმმა.
“ნიუკასლი” 2-2 “საუთჰემპტონი”
გოლი სისე ’42, ვინალდუმი ’48 – პელე ’24, ლონგი ’79’