პრემიერ ლიგა: რომელმა გუნდმა რამდენი დახარჯა უსაფრთხოებისთვის გასულ სეზონში?
საინტერესო რიცხვებს გვთავაზობს BBC. გავლენიანი გამოცემა გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, გასულ სეზონში მოწინავე ინგლისურმა კლუბებმა რამდენი დახარჯეს იმისთვის, რომ მატჩების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოთ.
აღმოჩნდა, რომ ამ სიაში 944 195 ფუნტით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს. “ქალაქელებმა” სწორედ ამდენი გადაუხადეს პოლიციას უკვე ჩატარებულ სეზონში. მეორე ადგილზე ამავე ქალაქის გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედია”. უსაფრთხოებისთვის მათი დახარჯული თანხა 925 126 ფუნტს შეადგენს.
ძალიან დიდი დაშორებაა ზემოთ ნახსენებ ორ გრანდსა და ერთად აღებულ ხუთ გუნდს შორის: “არსენალი”, “ჩელსი”, “კრისტალ პალასი”, “ტოტენჰემი” და “ვესთ ჰემი”. ამ კლუბებმა ერთად 178 047 ფუნტი დახარჯეს ნახსენებ საქმეში.
აქვე გეტყვით, რომ 2015/2016 წლების სეზონში ე.წ. “C კატეგორიის” (ანუ რომლებზეც უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია) მატჩების რიცხვი სულ ექვსს შეადგენდა. ესენია: “ლივერპული” – “მანჩესტერი”, “ტოტენჰემი” – “არსენალი”, “ვესთ ჰემი” – “ტოტენჰემი”, “კრისტალ პალასი” – “ჩარლტონი” და “ლესტერი” – “ევერტონი”.