პრემიერ ლიგაში თამაშის უფლება დოპინგის ზემოქმედებაში მყოფ 11 ფეხბურთელს მისცეს
Daily Mirror-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ თერთმეტ ფეხბურთელს, რომელსაც აკრძალული ნივთიერებების მოხმარება დაუდგინეს, მაინც მისცა პრემიერ ლიგის მატჩებში მონაწილეობის მიღება.
როგორც ცნობილი ხდება, ბოლო სამი წლის მანძილზე ფეხბურთელებს შემდეგი ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოუჩინეს სისხლში: ამფეტამინი, მორფინი, რიტალინი და ტრიამცინოლონი.
რვა შემთხვევა გასულ სეზონში მოხდა, ექვსი 2017-18 წლების სეზონში, ხოლო ორი – 2016-17 წლების გათამაშების მიმდინარეობისას.
ტრიამცინოლონი კორტიკოსტეროიდი გახლავთ, რომელიც ველორბოლის ლეგენდას, ბრედლი უიგინსს, უნდა მიეღო ტურ დე ფრანსის მოგებამდე 2012 წელს.
პრემიერ ლიგის ფეხბურთელები დიდი ბრიტანეთის ანტი-დოპინგის ორგანიზაციამ შეამოწმა, თუმცა შემდეგში ინგლისის ფედერაციამ აღიარა, რომ ზემოხსენებული ნივთიერებები ფეხბურთელებს სამედიცინო მიზნებისთვის ჰქონდათ მიღბული.
თუმცა გულშემატკივართა გარკვეულ ჯგუფში ეს სიახლე კიდევ უფრო მეტად აღვივებს ეჭვს სისტემის სამართლიანი ფუნქციონირების შესახებ.