პრემიერ ლიგის განცხადება ემილიანო სალასთან დაკავშირებით
პრემიერ ლიგამ “კარდიფ სიტის” თავდამსხმელ ემილიანო სალასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც იცით, სალა ნანტიდან კარდიფის მიმართულებით კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც ნორმანდიის კუნძულების ტერიტორიასთან რადარებიდან გაქრა. მასთან ერთად მხოლოდ პილოტი დევიდ იბოთსონი იმყოფებოდა. გერსნის პოლიციამ მათი ძებნა შეწყვიტა.
“პრემიერ ლიგა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ემილიანო სალასა და პილოტი დევიდ იბოთსონის აქტიური ძებნა შეწყდა.
ჩვენი ფიქრები ამ ორ მამაკაცთან და მათ ახლობლებთანაა.
ამ სამწუხარო დროს, ჩვენი მეგობარი “კარდიფ სიტის” მხარდაჭერას გავაგრძელებთ.
პატივისცემის გამოსახატად, პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება”, – ვკითხულობთ პრემიერ ლიგის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სალა “კარდიფმა” “ნანტიდან” შაბათს, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
— Premier League (@premierleague) January 24, 2019