პრემიერ ლიგის გრანდებს ჩიჩარიტო სურთ
გავლენიანი ინგლისური გამოცემა, The Mirror იტყობინება, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” და მერსესაიდული “ლივერპული” სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის შეძენით.
ჩიჩარიტო 2015 წელს შეუერთდა გერმანულ კლუბს და პირველ სეზონში 28 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება ახალ სეზონს, მექსიკელმა 12 მატჩში 5 გოლს მოუყარა თავი.
ორივე ინგლისურ გრანდს სურს, რომ 28 წლის ფეხბურთელი მომდევნო – ზამთრის – სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინოს.
ლონდონელებსა და მერსესაიდელებს მექსიკელში ესპანური “ვალენსია” შეეცილება.