პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ხარჯავს ყველაზე მეტს ზამთრის ტრანსფერებში?

თარიღი: იანვარი 2, 2017

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა და კლუბებს შეუძლიათ გაყიდონ ან დაიმატონ სასურველი ფეხბურთელი. საინტერესოა, პრემიერ ლიგის რომელი კლუბები აქტიურობენ ყველაზე მეტად ამ პერიოდში…

transfermarkt.co.uk-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, იანვრის თვეში ყველაზე მეტი (2003/04 წლების სეზონიდან, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოქმედებაში შევიდა) ლონდონურმა “ჩელსიმ” დახარჯა პრემიერ ლიგის გუნდებიდან – 238.45 მილიონი ფუნტი.

“არისტოკრატთა” ექს-თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ 2015 წლის იანვარში 26.35 მილიონ ფუნტად ხუან კუადრადო შეიძინა, 2013/14 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი მან დაახლოებით 50 მილიონი დაახარჯა მატიჩის, მუჰამედ სალაჰისა და კურტ ზუმას ტრანსფერებს.

2011 წლის იანვარში კი კარლო ანჩელოტიმ 50 მილიონი გამოყო ფერნანდო ტორესის ტრანსფერისათვის, ხოლო 21.25 მილიონი – დავიდ ლუისისისათვის.

777777777

“დიდი ექვსეულის” დომინირება

გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ მხარჯავთა ექვსეულს “დიდი ექვსეულის” გუნდები შეადგენენ – “სიტი” მეორეზეა დახარჯული 144.59 მილიონით, რომელსაც “ტოტენჰემი” (123.22 მლნ.), “ლივერპული” (119.72 მლნ.), “არსენალი” (93.51 მლნ.) და “მანჩესტერ იუნაიტედი” (93.47 მლნ.) მოსდევენ.

ცხრილის ბოლოში კი “ბარნლი” იმყოფება, რომელმაც ბოლო 14 ზამთარში სულ რაღაც 14.29 მილიონი ფუნტი დახარჯა. “ვესტ ბრომმა” – 15.44 მილიონი.

გაყიდული ფეხბურთელები

მართალია, “ჩელსი” ყველაზე მეტს ხარჯავს ზამთარში, მაგრამ ამის უფლებას “არისტოკრატებს” ის ფაქტიც აძლევთ, რომ სეზონის ამ პერიოდში ტრანსფერებიდან ყველაზე მეტი ფული სწორედ მათ ხაზინაში შედის.

2003/04 წლებიდან მოყოლებული, “ლურჯებმა” 150.94 მილიონი იშოვეს ზამთარში. ლონდონელებს “ლივერპულელები” მოსდევენ მიღებული 92.67 მილიონი ფუნტით. შემდეგ კი “ტოტენჰემი” (54.90 მლნ.) და “სუონსი” (46.46 მლნ) მოდიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე დადასტურებულია ოსკარის ტრანსფერი, რომლის წყალობითაც აბრამოვიჩის ყულაბა კიდევ 60 მილიონი ფუნტით უნდა გამდიდრდეს, ეს კი “ლურჯებს” კიდევ უფრო დააწინაურებს ზემოთაღნიშნულ სიაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბენზემამ სამი საყვარელი სპორტსმენი დაასახელა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ სამი საყვარელი სპორტსმენი დაასახელა. 32 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა სამეულში მოკრივე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა: “ფეხბურთი რონალდომ შემაყვარა”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ის ადამიანები დაასახელა, ვინც მის კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 აგვისტო

“დორტმუნდი” სანჩოს ტრანსფერში 120 მილიონს ითხოვს ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარმა დაასახელა საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს

მადრიდის “რეალის” გარემარბმა ედენ აზარმა დაასახელა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს. “ყველაზე [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა (ფოტო)

ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. შაქარაშვილის სახელი საბურთალოს აკადემიის, იოსებიძის ქუჩაზე არსებულ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” “დინამო თბილისს” ახალ სტადიონზე მიიღებს

“დინამო ბათუმი” ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩში “დინამო თბილისს” ბათუმის ახალ სტადიონზე მიიღებს. სტადიონს უეფას მიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანი “სიტისთან” მატჩზე: “გაიმარჯვებს ის, ვინც იმ დღეს საუკეთესო იქნება

მადრიდის “რეალის” მცველმა, რაფაელ ვარანმა, ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ განმეორებით მატჩზე ისაუბრა. შეგახსენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისის” ოფიციალური განცხადება

“დინამო თბილისმა” ლერი სულაბერიძის დაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც “დინამოს” პრეზიდენტი გახლდათ, ოფიციალური განცხადება გაავრცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა ზარანდია ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

ბელგიური “ზულტე ვარეგემის” ფეხბურთელი, ლუკა ზარანდია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი ბელგიაში შაბათს მოხდა. ავტომობილს ქართველი შემტევის [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ორი ფავორიტი დაასახელა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ორი ფავორიტი დაასახელა. “როცა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონფლიქტი “ინტერში”: დატოვებს გუნდს ანტონიო კონტე?

“სკაი იტალია” იუწყება, რომ მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს, რის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმონე ძაძას ეფექტური გოლი “ბოლონიას” კარში (ვიდეო)

ორ აგვსიტოს იტალიის სერია A-ს 2019/20 წლების გათამაშება დასრულდა. 38-ე ტურის მატჩში “ტორინო” “ბოლონიას” ეწვია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 აგვისტო

ედი ჰაუმ “ბორნმუთი” დატოვა “ბორნმუთის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ედი ჰაუმ მთავარი მწვრთნელის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” “რეალის” თავდამსხმელით გაძლიერება სურს

რომის “ლაციო” მადრიდის “რეალის” ფორვარდ ბორხა მაიორალით დაინტერესდა. ესპანური პრესის თანახმად, იტალიელები მზად არიან, 23 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისში განზრახ დაცემინებისთვის ფეხბურთელებს მოედნიდან გააძევებენ

ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე მატჩის არბიტრებს ახალ მითითებებს აძლევს – ფეხბურთელი რომელიც […]...
წაკითხვა