პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისათვის “ლესტერის” სამი ფეხბურთელი იბრძოლებს

თარიღი: აპრილი 13, 2016

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისათვის მებრძოლი ექვსი ფეხბურთელი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ექვსეულში “ლესტერის” სამი ფეხბურთელი მოხვდა, ხოლო “ვესტ ჰემს”, “ტოტენჰემსა” და “არსენალს” თითო-თითო წარმომადგენლი ჰყავთ.

საბოლოოდ, საუკეთესო ჯეიმი ვარდის, რიად მარეზს, ნგოლო კანტეს, დიმიტრი პაიეს, ჰარი კეინსა და მესუთ იოზილს შორის ერთ-ერთი გახდება.

მსგავსი სიახლეები