პრემიერ-მინისტრმა განახლებული “დინამო არენა” დაათვალიერა (ვიდეო)
დღეს განახლებული “დინამო არენა” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერეს.
რეაბილიტაციის პროცესში გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, გახმოვანება, ტაბლოები, განათება და სკამები. მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს დავით ნარმანიას და უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ “ბარსელონა”-“სევილიას” მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.