პრემიერლიგა: მეათე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურის პრევიუს.
ნიუკასლი – ლივერპული
ტურის პირველი შეხვედრა სენტ ჯეიმს პარკზე შედგება, სადაც „ნიუკასლს“ „ლივერპული“ ესტუმრება.
გასულ ტურში ლივერპულში „ჰალ სიტისთან“ უგოლო ფრის შემდეგ ბრენდან როჯესის გუნდის გულშემატკივრები საყვარელი გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ, თუმცა ნიუკასლში სტუმრობის დროს ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება. მასპინძლებმა ერთი კვირის წინ ლონდონში „ტოტენჰემს“ სძლიეს, სამი ქულა მოიპოვეს და მოახლოებულ შეხვედრასაც კარგი განწყობით ხვდებიან.
ჩელსი – ქპრ
მეათე ტურში ორი დერბია, ლონდონური და მანჩესტერული. დედაქალაქურს „სტემფორდ ბრიჯი“ უმასპინძლებს, სადაც „ჩელსი“ „ქუინს პარკ რეინჯერსს“ მიიღებს.
მოურინიოს გუნდი პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და ამაში „არისტოკარტებს“ ხელი ვერც მანჩესტერში ბოლო წუთზე დაკარგულმა ორმა ქულამ ვერ შეუშალა. მოსალოდნელია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ლონდონურ გრანდს ბომბარდირი, დიეგო კოსტა დაუბრუნდეს, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე მატჩში ვერ მიიღო მონაწილლეობა.
ბუნებრივია, რომ „ქპრ“-ს მიზნები გაცილებით მოკრძალებულია და სახელობანი მეტოქის წინააღმდეგ სტუმრები პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთებენ აქცენტს.
მანჩესტერ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი
არა მხოლოდ ინგლისური ტურის, არამედ ევროპული საფეხბურთო უიქენდის ერთ-ერთი ცენტრალურ დაპირისპირებას ეტიჰადი უმასპინძლებს. ორი მანჩესტერული კლუბის ისტორიული პაექრობა წელსაც სკამაოდ ბევრ საინერესოს გვპირდება.
გუნდები აღნიშნულ შეხვედრას განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდებიან. „მანჩესტერ სიტი“ ლიდერთა ჯგუფშია, თუმცა გასულ ტურში ლონდონის „ვესტ ჰემთან“ განცდილმა მარცმხა მანუელ პელეგრინის ბევრი საფიქრალი გაუჩინა.
პრობლემები „იუნაიტედსაც“ აქვს, რაც ძირითადად დაცვის ხაზის სუსტ თამაში და ზოგადად სტაბილურობის ნაკლებობაში გამოიხატება. თუმცა, ისტორიულ მეტოქესთან ერთი კონკრეტული მატჩისთვის შესაძლებლობების მაქსიმალურზე გამოვლენა ორივე გუნდის მოვალეობად შეგვიძლია ჩავთვალოთ მათი გულშემატკივრების წინაშე. ასე რომ, მორიგი მანჩესტერული დერბისგან სანახაობრივ თამაშს თუ არა, უკომპრომისო ბრძოლას და ნამვდილ დაძაბულობას მაინც უნდა ველოდოთ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
01/11/14
ნიუკასლი – ლივერპული
1 X 2
3.40 3.40 2.16
არსენალი – ბარნლი
1 X 2
1.32 5.30 9.65
ჩელსი – ქპრ
1 X 2
1.20 7.20 16.00
ევერტონი – სუონსი
1 X 2
1.80 3.45 4.85
ჰალი – საუთჰემპტონი
1 X 2
3.85 3.45 2.00
ლესტერი – ვესტ ბრომვიჩი
1 X 2
2.40 3.25 3.05
სტოკ სიტი – ვესტ ჰემი
1 X 2
2.50 3.20 2.95
02/11/14
მან. სიტი – მან. იუნაიტედი
1 X 2
1.95 3.50 4.15
ასტონ ვილა – ტოტენჰემი
1 X 2
3.40 3.30 2.20
03/11/14
კრისატალ პალასი – სანდერლენდი
1 X 2
2.10 3.35 3.70