პრემიერლიგა: მეთერთმეტე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურის პრევიუს.
ლივერპული – ჩელსი
ტურის პირველი და ცენტრალური მატჩი “ენფილდზე” შედგება, სადაც “ლივერპულს” ლონდონის “ჩელსი” ესტუმრება.
2014 წლის 27 აპრილი – ეს თარიღი ლივერპულელთა გულშემატკივრებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. დღე, რომელიც საზეიმო უნდა ყოფილიყო “ლივერპულისთვის” კატასტროფულად იქცა. ლივერპულში ჟოზე მოურინიოს გუნდის უკანასკნელი სტუმრობა და გამარჯვება მერსისაიდელებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
რთული წარმოსადგენია, რომ “ლივერპულმა” მიმდინარე სეზნშიც შეძლოს საჩემპიონო ბრძლის გამართვა. გუნდს საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს და 10 ტურის შემდეგ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. ლოდნონელთა ბანაკში კი ვითარება საპირისპიროა. “ჩელსი” პრემიერლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და გათამაშებასაც დამსახურებულად, ერთპიროვნულად ლიდერობს.
დღევანდელ შეხვედრაში ტრავმების გამო ლონდონელებს ლოიკ რემი და ჯონ ობი მიკელი ვერ დაეხმარებიან, ხოლო “ლივერპული” ხოსე ენრიკეს, სტარიჯს, სახოს, სუსოსა და ფლანაგანს მოისაკლისებს.
საუთჰემპტონი – ლესტერი
ამ ეტაპზე “ჩელსის” მთავარი მდევარი “საუთჰემპტონი” მოახლოებულ ტურში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერთა შორის მყოფ “ლესტერს” მიიღებს.
“ლესტერს” საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა. “არსენალთან” და “ევერტონთან” მოპოვებული ფრეების შემდეგ გუნდმა “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება მოახერხა, თუმცა ბოლო დროს მათი თამაშის ხარისხი და რაც მთავარია შედეგებიც უკეთესის სურვილს ტოვებს. “საუთჰემპტონი” კი ბოლო პერიოდში საკმოად დამაჯერებელია. რთული წარმოსადგენია, რომ სახიფათო ზონასთან მყობმა გუნდმა პრემიერლიგის საუკეთესო დაცვის მქონე გუნდს გარკვეული პრობლემები შეუქმნას.
მანჩესტერ იუნაიტედი – კრისტალ პელასი
“ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედ” “კრისტალ პალასს” მიიღებს. მასპინძლები ერთი პერიოდი თითქოს ლიდერებსაც მიუახლოვდნენ, თუმცა უკანასკნელ სამ ტურში “იუნაიტედმა” მხოლოდ ორი ქულა აიღო და შედეგად მეათე პოზიციაზე აღმოჩნდა.
ბოლო დროს ვერც “კრისტალ პელასი” ბწრყინავს. ლონდონელთა დამრიგებელმა ნილ უორნოკმა ეს იდეების ნაკლებობას დაუკავშირა. “პელასის” ძლიერი მხარი კონტრშეტევებია და შესაძოა “მანჩესტერელთა” დაცვაში არსებული საკადრო პრობლემების გათვალისიწნებით ეს ფაქტორი გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
ტურის ყველა მატჩი და ევორპაბეთის კოეფიციენტები
- 11 ტური
08.11 16:45 ლივერპული 3.10 3.25 2.42 ჩელსი დაწვრილებით 08.11 19:00 ბარნლი 2.62 3.25 2.75 ჰალ სიტი დაწვრილებით 08.11 19:00 მანჩესტერი 1.35 5.35 9.00 კრისტალ პალასი დაწვრილებით 08.11 19:00 საუთჰემპტონი 1.50 4.30 6.65 ლესტერ სიტი დაწვრილებით 08.11 19:00 ვესტ ჰემი 1.83 3.50 4.65 ასტონ ვილა დაწვრილებით 08.11 21:30 ქუინს პარკი 5.75 4.30 1.56 სიტი დაწვრილებით 09.11 17:30 სანდერლენდი 3.50 3.40 2.15 ევერტონი დაწვრილებით 09.11 17:30 ტოტენჰემი 1.75 3.70 4.80 სტოკ სიტი დაწვრილებით 09.11 17:30 ვესტ ბრომვიჩი 2.40 3.30 3.05 ნიუკასლი დაწვრილებით 09.11 20:00 სუონსი 3.30 3.30 2.15 არსენალი დაწვრილებით