WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (137879) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგა პრევიუ

თარიღი: დეკემბერი 31, 2013

ახალ წელს ინგლისში ფეხბურთით დაიწყებენ. 2014 წლის პირველი დღე პრემიერლიგის მორიგი ტურის გამართვის თარიღია.

რეაბილიტაციის შანსი

სტუმრად განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ “ლივერპულს” საკუთარ კედლებში რეაბილიტაციის საშუალება ეძლევა. მეცხრამეტე ტურში როჯერსის შეგირდები “ჰულ სიტის” უმასპინძლებენ. ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ “ლივერპული” პირველიდან მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა და სიტუაციის გამოსასწორებლად ხვალინდელ შეხვედრაში აუცილებლად სჭირდებათ სამი ქულა.

“ჰალ სიტი” ახალ წელს შესანიშნავ ხასიათზე ხვდება. 2013 წლის უკანასკნელ ტურში “ვეფხვებმა” ლონდონის “ფულემი” გაანადგურეს და მოუგებელი სერიაც შეწყვიტეს.

ლიდერი აუტსაიდერს მიიღებს

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, ლონდონის “არსენალი” უელსურ “კარდიფ სიტის” უმასპინძლებს. “მეთოფეები” შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან, ვენგერს ოზილი და რემსი დააკლდებიან, თუმცა “კარდიფის” შანსებს წარმატებაზე ეს ფაქტი ალბათ არ ზრდის. მართალია, “არსენალი” “ბოქსინგ დეის” დიდი წარმატებით ვერ ატარებს, თუმცა ლიდერობას მაინც ინარჩუნებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი პოზიცია ვენგერის გუნდმა აუტსაიდერთან დაკარგოს. კარდიფი ნამდვილად გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით, თუმცა ეს მხოლოდ საშინაო შეხვედრებზე ითქმის.

ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე

ახალი წლის პირველ დღეს ცენტრალური დაპირისპირება მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება. ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. ორივე გუნდმა ბოლო დროს თამაში აშკარად გამოასწორა. თუ მანჩესტერელებმა ეს შრომისა და მოთმინების ხარჯზე შესძლეს, ლონდონელებს ამისათვის მწვრთნელის გამოცვლა დასჭირდათ. ვილაშ-ბოაშის ნაცვლად მოსული ტიმ შერვუდი ჯერ-ჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს.
უკანასკნელ სამ შეხვედრაში ლონდონელებმა 7 ქულა მოიპოვეს.

აღნიშნულ მაჩს გუნდები თანაბარი ქულებით ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულში მოხვედრის პერსპექტივას იკვეთება.

01/01/14

სუონსი – სიტი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=211

არსენალი – კარდიფი 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=203

 კრისტალ პელასი – ნორვიჩი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=204

ფულემი – ვესტ ჰემი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=205

ლივერპული – ჰალ სიტი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=206

საუთჰემპტონი – ჩელსი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=208

 სტოკი – ევერტონი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=209

სანდერლენდი – ასტონ ვილა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=210

ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=212

მანჩესტერი – ტოტენჰემი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=207

 

 



მსგავსი სიახლეები