პრემიერლიგა: ვის ჰყავდა ყველაზე ახალგაზრდული და ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობები ამ სეზონში?
ინგლისის პრემიერლიგის სტატისტიკოსებმა ტურნირზე მოასპარეზე გუნდების სასტარტო შემადგენლობების საშუალო ასაკი გამოთვალეს.
როგორც გაირკვა, აწ უკვე დასრულებულ სეზონში საშუალოდ ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო განაცხადი “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ჰყავდა, ყველაზე ასაკოვანი კი – “ვესტ ბრომვიჩს”.
კონკრეტულ მატჩში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა “ლივერპულმა” გამოიყვანა. კერძოდ, პირველ მაისს “სუონსი სიტის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (1:3) მერსისაიდული გუნდის სასტარტო განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 23 წელი და 218 დღე იყო. ყველაზე ასაკოვანი სასტარტო შემადგენლობა (30 წელი და 315 დღე) “ვესტ ბრომვიჩმა” იმავე “სუონსისთან” 26 დეკემბერს გამოიყვანა.
პრემიერლიგის გუნდების სასტარტო შემადგენლობების საშუალო ასაკი:
1. “ტოტენჰემი” – 24 წელი და 328 დღე
2. “ლივერპული” – 25 წელი და 241 დღე
3. “ნიუკასლი” – 25 წელი და 337 დღე
4. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 26 წელი და 8 დღე
5. “ევერტონი” – 26 წელი და 306 დღე
6. “საუთჰემპტონი” – 26 წელი და 322 დღე
7. “ვესტ ჰემი” – 26 წელი და 348 დღე
8. “ასტონ ვილა” – 27 წელი და 35 დღე
9. “ჩელსი” – 27 წელი და 112 დღე
10. “არსენალი” – 27 წელი და 142 დღე
11. “სანდერლენდი” – 27 წელი და 276 დღე
12. “სტოკ სიტი” – 27 წელი და 290 დღე
13. “ბორნმუთი” – 28 წელი და 12 დღე
14. “სუონსი” – 28 წელი და 42 დღე
15. “ლესტერი” – 28 წელი და 51 დღე
16. “კრისტალ პალასი” – 28 წელი და 55 დღე
17. “ნორვიჩი” – 28 წელი და 62 დღე
18. “მანჩესტერ სიტი” – 28 წელი და 253 დღე
19. “უოტფორდი” – 28 წელი და 257 დღე
20. “ვესტ ბრომვიჩი” – 29 წელი და 197 დღე