პრემიერლიგამ “ტოტენჰემს” მეტოქე შეუცვალა, “ჩელსის” მატჩი გადადო
ინგლისის პრემიერლიგის ადმინისტრაციამ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” უახლოეს განრიგში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, რაც კორონავირუსული პანდემიით არის გამოწვეული.
გათამაშების მე-18 ტურში ჩრდილოლონდონელებს “ასტონ ვილასთან” უნდა ეთამაშათ, თუმცა 13 იანვარს ისინი “ფულემს” მიიღებენ. თავის მხრივ, “ტოტენჰემსა” და “ფულემს” შორის ჩასატარებელი შეხვედრა 30 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ამასთან, “ფულემსა” და “ჩელსის” შორის მატჩი, რომელიც პარასკევს უნდა ჩატარებულიყო, შაბათ დღეს, 16 იანვარს ჩაინიშნა.
“ევერტონსა” და “ასტონ ვილას” შორის შაბათს ჩანიშნული შეხვედრა კვირას გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ “ასტონ ვილას” 14 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც გუნდი იზოლაციაშია.
ინგლისის თასის მესამე რაუნდში “ლივერპულის” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში (1:4) ბირმინგემელებმა მოედანზე ახალგაზრდული შემადგენლობა გაიყვანეს.