პრემიერლიგაში თავით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი შირერს მიუახლოვდა
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “სტოკ სიტისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:4) მასპინძელთა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ინგლისელი ფორვარდისთვის ეს პრემიერლიგაში თავური დარტყმით გატანილი 45-ე გოლია.
ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თავური დარტყმით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი მხოლოდ “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელ ალან შირერს ჩამორჩება (46). აქტივში თავით გატანილი 45 გოლი აქვს “ქოვენთრი სიტისა” და “ასტონ ვილას” ყოფილ ფორვარდ დიონ დაბლინსაც. თავით ოდნავ ნაკლები გოლი გაუტანიათ ლეს ფერდინანდსა (40) და დუაიტ იორკს (38).