პრემიერლიგის დიდების დარბაზში კიდევ ორი ფეხბურთელი შეიყვანეს
ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზში კიდევ ორი ფეხბურთელი შეიყვანეს. ორიოვე მათგანი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი წევრია: ერიკ კანტონა და როი კინი.
ფრანგი თავდამსხმელი “წითელი ეშმაკების” ღირსებას 1992-დან 1997 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო, ტურნირზე ჩაატარა 156 მატჩი, გაიტანა 70 გოლი და მიითვალა 56 ასისტი. ის თვის მოთამაშედ ერთხელ დაასახელეს.
რაც შეეხება ირლანდიელ ნახევარმცველს, ის “მანჩესტერ იუნაიტედში” 1993-დან 2005 წლამდე გამოდიოდა. კინმა ინგლისის ჩემპიონატი შვიდჯერ დაისაკუთრა, პრემიერლიგაში ჩაატარა 366 შეხვედრა, გაიტანა 39 ბურთი და ჩაიწერა 33 შედეგიანი პასი. მას თვის მოთამაშის წოდება ორჯერ აქვს მოპოვებული.
ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის პირველი ორი წევრი აპრილში დაასახელეს: ტიერი ანრი და ალან შირერი.
21 მაისამდე პრემიერლიგის დიდების დარბაზში კიდევ ოთხ მოთამაშეს შეიყვანენ.